0 1 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გვესმის უკრაინა გაიმარჯვებსო.. რას გაიმარჯვებენ!? დანგრეულია ქვეყანა, შეჭამა ფეიქმა მსოფლიო – გოგა ხაინდრავა

რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლების სათავეში საქართველოს მტრები დგანან და დასძენს, რომ საქართველოში რომ ახლა ომი არ არის, საქართველოს ხელისუფლების დამსახურებაა, კერძოდ კი ირაკლი ღარიბაშვილის, ირაკლი კობახიძისა და თეა წულუკიანის. ამის შესახებ ხაინდრავამ “იმედის” ეთერში ისაუბრა.

„ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. გაუთავებელი სიცრუე კი გვესმის, შეჭამა ფეიქმა მსოფლიო. მე საერთოდ მგონია პრესა დაიკარგა რადგან ძირითადად სიცრუეზეა აგებული. განსაკუთრებით ქართველ გენერლებს ვუსმენ, ამ უმეცრებს, რომ უკრაინა გაიმარჯვებსო.რომ გაიაზროთ, რა დღეშია ეს ქვეყანა, ნატოს გენერალური მდივანი იძახის, რომ ეს ომი შეიძლება წლები გაგრძელდეს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მთელ მსოფლიოს რუსეთის დამარცხება ძნელად წარმოუდგენელია.” – ამბობს გოგა ხაინდრავა.

რეჟისორი ასევე აცხადებს, რომ რუსეთთან ომში უკრაინა ვერ გაიმარჯვებს, ხოლო ეს გამარჯვება შეიძლება იყოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“.

”მაშ რა არის უკრაინის გამარჯვება? რომელზეც სულ საუბარი მიდის. რას გაიმარჯვებენ? რას ნიშნავს ეს გამარჯვება? დანგრეულია ქვეყანა, 8 მილიონამდე ლტოლვილი, 26 მილიონი შიდა გადაადგილებული. ეს გამარჯვება შეიძლება იყოს ბოკერიასთვის, „ნაციონალური მოძრაობისთვის“, სააკაშვილისთვის“, – აღნიშნა ხაინდრავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები