1 8 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ივანიშვილს ეშინია პუტინის და სიმდიდრის დაკარგვის. ამიტომ, კულუარებიდან ცდილობს რომ ოცნების გაუგებარი, წინააღმდეგობრივი და არც თუ ისე სახელმწიფოებრივი პოზიციით, თავი მოაწონოს კრემლს" - გიორგი კაპანაძე

 

"საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ხელისუფლება არის ის, ვინც ქვეყნის ანუ საერთაშორისო სამართლის სუბიექტის პოზიციებს ახმოვანებს.

სამწუხარო ისაა რომ დღეს, ოცნების პოზიცია აღიქმება როგორც ჩვენი ქვეყნის პოზიცია. მიუხედავად იმისა რომ მოქალაქეთა დიდი ნაწილი სრულად და გულწრფელად თანაუგრძნობს უკრაინას" - ამბობს ანტიკორუფციული პლატფორმის დამფუძნებელი და მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი, მთავარი ოპოზიციური პარტიიდან, გიორგი კაპანაძე.

აიტივი: გიორგი, კობახიძემ უკრაინის მხარეს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების გადაყენება და დავით არახამიასათვის უფლებამოსილების შეწყვეტა მოსთხოვა. ეს კორექტულია?

გიორგი კაპანაძე: ომში მყოფ უკრაინას, საქართველოს ხელისუფლებამ ულტიმატუმი წაუყენა ბუჩაში ვიზიტის სანაცვლოდ. რა შეიძლება ითქვას?

"საქართველოს ხლისუფლების პოზიცია აბსოლუტურად გულისამრევია" - ასე შეაფასა ოცნების პოლიტიკა უკრაინასთან დაკავშირებით, ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ჩვენი ქვეყნის მეგობარმა, თომას ილვესმა და პირადად მე, ვეღარაფერს დავამატებ.

- იმ პოზიციების გამო, რომელიც ოცნებას უკრაინასთან დაკავშირებით გააჩნია, შესაძლოა რომ საქართველოს სანქციები დაუწესონ?

- ვიმედოვნებ რომ აქამდე არ მივალთ... ზოგადად კი, ოცნების ხელისუფლება დღეს წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ხელისუფლება არის ის, ვინც ქვეყნის ანუ საერთაშორისო სამართლის სუბიექტის პოზიციებს ახმოვანებს.

სამწუხარო ისაა რომ დღეს, ოცნების პოზიცია აღიქმება როგორც ჩვენი ქვეყნის პოზიცია. მიუხედავად იმისა რომ მოქალაქეთა დიდი ნაწილი სრულად და გულწრფელად თანაუგრძნობს უკრაინას.

მეტიც, 1000-მდე მოხალისე ქართველი იბრძვის დღეს უკრაინის დასაცავად და ამით ყველაფერი ნათქვამია. თუმცა, ხელისუფლების ქმედებები, ქართველი ხალხის სოლიდარობას უკრაინის მიმართ, ჩრდილს აყენებს.

- როგორ ფიქრობთ, რა მოტივი ამოძრავებს ოცნებას?

- შიშია ის, რის გამოც ოცნება დღეს ასეთ სამარცხვინო პოზიციაშია. კობახიძემ ფაქტობრივად, ისეთი პირობები დაასახელა, რომლის შესრულება შეუძლებელია. ეს იმას ნიშნავს რომ თუ არ შეცვალა პირობები, მაღალი დონის სამთავრობო ვიზიტი, ბუჩაში, ჩაიშლება.

თუმცა, საკითხავია, ვინ არის ასეთი სამარცხვინო პოლიტიკის ინიციატორი? ჩემი აზრით, ეს არ არის კობახიძე. არც ღარიბაშვილი. ეს არის ივანიშვილი, რომელსაც ეშინია სიმდიდრისა და რუსული გავლენის დაკარგვის.

ივანიშვილს ეშინია პუტინის და კულუარებიდან ცდილობს რომ ოცნების გაუგებარი, წინააღმდეგობრივი და არც თუ ისე სახელმწიფოებრივი პოზიციით, თავი მოაწონოს კრემლს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები