1 7 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „ალტ-ინფო“ ბრიფინგზე არ დაუშვა

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრორუსულ და ძალადობრივ პლატფორმა „ალტ-ინფოს“ ბრიფინგზე დასასწრებად მედიააკრედიტაცია არ მისცა. გადამღები ჯგუფი ადმინისტრაციის შენობაში გასაშუქებლად ვერ შევიდა.

გუშინ, 11 აპრილს, 18:00 ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

„ალტ-ინფო“ გუშინდელ გადაცემაში გასულ სიუჟეტში აღნიშნავდა:

„პრესცენტრს მინდა, რომ გავესაუბრო – ყველა ჟურნალისტი შეუშვეს აბსოლუტურად, ჩვენ გარდა. სამი საათით ადრე, როგორც კი ჩაინიშნა პრეზიდენტის ბრიფინგი, მაშინვე გადმოაგზავნა ჩემმა პროდიუსერმა, თუმცა შეუშვეს ყველა და უკვე მე-2 შემთხვევაა, როცა მე არ მიშვებენ“, – ამბობს „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი სიუჟეტში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები