1 0 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსულ ჯარს საკვებისა და საწვავის დეფიციტი აქვს – ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, რუსულ ჯარს საკვებისა და საწვავის დეფიციტი აქვს. ასევე მათი ინფორმაციით,  უკრაინელი სამხედროების მიერ განხორციელებული კონტრშეტევები რუსეთს აიძულებს, ჯარისკაცების დიდი რაოდენობა მიწოდების ხაზების დასაცავად მიმართოს.

„ლოგისტიკური პრობლემები კვლავ არსებობს. ჯარისკაცებმა ვერ შეძლეს თავიანთი საჯარისო ნაწილების ეფექტურად მომარაგება საკვებითა და საწვავით. უკრაინის მხრიდან უწყვეტი კონტრშეტევები აიძულებს რუსეთს, ჯარისკაცების დიდი რაოდენობა მიწოდების ხაზების დასაცავად მიმართოს. ეს მკვეთრად ზღუდავს რუსეთის თავდასხმის პოტენციალს,“- აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები