1 0 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რუსუთის სახელმწიფო გიგანტი “გაზპრომი” თანამშრომლებს აფრთხილებს რომ პუტინის ერთგულები უნდა იყვნენ

 

გაზპრომის ხელმძღვანელმა  ალექსეი მილერმა თანამშრომლებს მიწერა საგანგებო წერილი, სადაც ყველას მოუწოდებს არ აყვნენ დესტრუქციულ ქმედებს და პუტინის და მისი კურსის ერთგულება შეინარჩუნონ. 

 

ამის შესახებ მედუზას “გაზპრომ-მედიაში” მომუშავე ორმა წყარომ უთხრა.

 

წერილში ნათქვამია, რომ ის რაც ახლა ხდება, არის მორიგი მცდელობა დასავლეთის, რუსეთი გატეხოს, “მაგრამ ეს არ გამოუვა”.

 

“დღეს, როგორც არასდროს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთო საქმის ერთგული ვიყოთ.  გადავარჩინოთ რუსეთი, როგორიც ვიცით და როგორიც გვიყვარს. რათა შევინარჩუნოთ ჩვენი სამშობლო ძლიერი, დიდი ძალა“, - აცხადებს მილერი.

 

მილერმა თანამშრომლებს წერილში ისიც შეახსენა, რომ გაზპრომი ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია რუსეთში და კომპანიაში დასაქმებულია თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები