1 0 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“ეს არის ის კომბინაციაა, რომელიც პუტინსა და მის იმპერიალისტურ ამბიციებს კუდით ქვას ასროლინებს და მსოფლიოსაც ეშველება, შესაძლოა, თვით რუსეთის ჩათვლითაც კი” - გიორგი კაპანაძე

 


“ამას წინათ დავწერე რომ კიევზე თავდასხმის შეჩერების მიზნით, შესაძლოა, იმუშავოს 2008 წლის თბილისის ანალოგიამ და ბაიდენის კიევში ჩასვლამ.

ჯერ ბაიდენი არა, მაგრამ გუშინ, სლოვენიის, ჩეხეთისა და პოლონეთის პრემიერები ჩავიდნენ უკრაინის დედაქალაქში.

ახლა მთავარია რომ ტენდენცია გაგრძელდეს და ამ სამი ქვეყნის ლიდერებს სხვებმაც მიბაძონ.

ნუ, ჩვენი პრემიერის იმედად ვერ ვიქნებით… მალე მას კიევში კი არა, ბაკურიანის ტყეშიც აღარ გაუშვებენ…

ამერიკა, ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი… აი ქვეყნები, საიდანაც ლიდერები კიევისკენ უნდა დაიძრან.

ახლა მნიშვნელოვანია ძალისა და ერთობის დემონსტრირება ადგილზე...

ეს არის ის კომბინაციაა, რომელიც პუტინსა და მის იმპერიალისტურ ამბიციებს კუდით ქვას ასროლინებს და მსოფლიოსაც ეშველება, შესაძლოა, თვით რუსეთის ჩათვლითაც კი” - წერს ანტიკორუფციული პლატფორმისა და ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი, მთავარი ოპოზიციური პარტიის ერთერთი ლიდერი, გიორგი კაპანაძე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები