1 1 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

უკრაინაში ცხინვალელი ანდრეი ბაკაევი მოკლეს – ,,სიმბოლურია მისამართიც, საიდანაც გამოასვენებენ: ცხინვალი, სტალინის ქ. N123″

უკრაინაში ცხინვალელი ანდრეი ბაკაევი დაიღუპა. ის ოკუპანტების მხარეს იბრძოდა.

"უკრაინაში მოკლულია 35 წლის ცხინვალელი ანდრეი ბაკაევი, რომელიც  რუსეთის 58-ე არმიაში მსახურობდა. რაც უფრო მეტად გაუჭირდება რუსეთს უკრაინაში, მით უფრო მეტ სეპარატისტს წაიყვენენ საზარბაზნე ხორცად. სიმბოლურია მისი მისამართიც, საიდანაც გამოასვენებენ: ცხინვალი, სტალინის ქ. N 123″, – წერენ სოციალურ ქსელში.

"რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებნი, რომლებიც მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ, უკრაინაში გაემგზავრნენ. „ეხო კავკაზას“ ცნობით, სოციალური ქსელებით ვრცელდება კადრები, რომელთა თანახმად, სამხედრო ტექნიკა ტოვებს ცხინვალს და შემდეგ მთლიანად რეგიონს როკის გვირაბის გავლით.

უკრაინაში საომრად ადგილობრივ მცხოვრებთა გამგზავრებას ადასტურებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი. „ჩვენი ბიჭები მიდიან უკრაინაში, რათა ბოლო მოუღონ ნაცისტებს, რომლებიც საკუთარ ხალხს ატერორებენ… მიდიან, რათა შური იძიონ ჩვენი ძმების გამო“, – წერს კოკოითი ტელეგრამ-არხზე.

„ეხო კავკაზა“-ს ცნობით, რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მომსახურე პირების უკრაინაში გაგზავნის გამო, სოციალური ქსელების მომხმარებლები აკრიტიკებენ ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს. თავის დროზე, სწორედ მისი გადაწყვეტილებით შემცირდა ადგილობრივი „არმიის“ რიცხოვნობა და სამხედროთა ნაწილი კონტრაქტით დასაქმდა რუსეთის მე-4 ბაზაზე. ამასთან, ბიბილოვი აცხადებდა, რომ ეს კონტინგენტი „სამხრეთ ოსეთში“ რუსული ბაზის ტერტორიაზე დარჩებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები