1 1 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"გვახსოვდეს COVID უბრალოდ ელოდება სიტუაციას...შემთხვევების რაოდენობამ ევროპაშიც დაიწყო ზრდა" - რა ინფორმაციას ავრცელებს ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი მსოფლიოში ეპიდვითარებასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე ავრცელებს ინფორმაციას და წერს, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის გამო, გართულებული ეპიდვითარება, რიგი ქვეყნების მხრიდან, ყურადღების მიღმა დარჩა.

“კოვიდ სიტუაცია არა მარტო ჩინეთში გართულდა, სიტუაცია ასევე ცუდი გახდა ჰონგ-კონგში და სამხრეთ კორეაში. ორი წლის განმავლობაში Covid-ის დაბალი მაჩვენებლების შენარჩუნების შემდეგ, Omicron-მა დაარტყა ჰონგ – კონგს -სა და ახალ ზელანდიას, მაგრამ შედეგები განსხვავებულია და ამის მიზეზს მოგახსენებთ.

ამ მომენტისათვის ჰონგ კონგში 20 შემთხვევიდან 1 მთავრდება სიკვდილით. ამის კონტექსტში რომ ვთქვათ, ჰონკ-ის შემთხვევის სიკვდილიანობის მაჩვენებელი (NB განსხვავდება ინფექციით სიკვდილიანობის მაჩვენებლისგან) ამჟამად უფრო მაღალია ვიდრე ინგლისის ვაქცინამდელი პიკი.

საინტერესოა რომ სიტუაცია კიდევ უფრო მძიმეა ვიდრე ეს მაგალითად, იყო 2020 წლის მარტში ჩრდილოეთ იტალიაში და გასულ ზამთარში, გაერთიანებულ სამეფოსა თუ პორტუგალიაში. ამ მომენტისათვის ჰონგ კონგმა ახლა დაამყარა ახალი გლობალური რეკორდი ყოველდღიური სიკვდილიანობის მხრივ.

ჰონგ-კონგის დაღუპულთა საერთო რიცხვი თითქმის ვერტიკალურად გაიზარდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში

ცხადია, ყველა იკითხავს რა ხდებოდა ვაქცინაციის მხრივ ამ ქვეყანაში. როგორც აღმოჩნდა როდესაც Omicron მოხვდა, ჰონკონგში 80+ ასაკის ადამიანების ორ მესამედზე მეტი ჯერ კიდევ არ იყო ვაქცინირებული, ახალ ზელანდიასა და სინგაპურში რამდენიმე პროცენტთან შედარებით. შესაბამისად, შემთხვევებმა და სიკვდილიანობამ ამ ჯგუფში ძალზე იმატა. ამას დაემატა ის ფაქტიც რომ რომ ჰონგ-კონგის ხანდაზმულ მოსახლეობის უმეტესობას ვაქცინაცია ჩაუტარდა ჩინური Sinovac-ით, რომელიც ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე Pfizer და ა.შ. ინფექციის ჰონგ კონგის მაგალითი ნამდვილად ხაზს უსვამს განსხვავებას ომიკრონის „სირბილესა“ და იმუნიტეტით გამოწვეული „სირბილეს“ შორის. დეკემბერში, როდესაც Omicron გამოჩნდა სამხრეთ აფრიკაში, ბევრი აღნიშნავდა რომ სიმძიმის შესამჩნევი შემცირება შეიმჩნეოდა იმ პოპულაციაში, რომელიც კარგად იყო აცრილი და რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ ჰონგ კონგში აჩვენებს, რომ ეს ასე იყო.

ჰონგ-კონგის მაგალითი აჩვენებს თუ როგორ შეუძლია ქვეყანას სრულად გამორთოს Covid-ი 2 წლით, აცრას მოსახლეობის 75%, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ არის სრულად დაცული COVID-ისგან, როდესაც სიფრთხილის ზომები მოდუნებულია!!!

უნდა გვახსოვდეს COVID უბრალოდ ელოდება სიტუაციას. ის გვიჩვენებს იმ ვირუსის ბუნებას, რომელსაც ჩვენ წინაშე ვდგავართ და რომ სიტუაცია განსაკუთრებით მწვავდება არავაქცინირებულ მოსახლოებაში.

აქვე, ისიც უნდა აღნიშნოს, რომ აზიის ქვეყნები კვლავ აგრძელებენ მასიურ ტესტირებას და შესაბამისად შემთხვევების რაოდენობაც უფრო მეტი ფიქსირდება და უფრო გამოხატავს რეალურ სურათს ვიდრე იმ ქვეყნებში სადაც ყველაფერი მოიხსნა და ტესტირების რაოდენობაც შემცირდა….

და ბოლოს შემთხვევების რაოდენობამ ევროპაშიც დაიწყო ზრდა, თუმცა რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის გამო, ეს ჯერ არ იქცევს ქვეყნების ყურადღებას”,- წერს ზაზა წერეთელი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები