1 0 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ჰააგის ტრიბუნალმა აგვისტოს ომის საქმეზე დაპატიმრების პირველი ორდერები გასცა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა საქართველოს საქმეზე პირველი დაპატიმრების ორდერები გამოსცა. აღნიშნულ ინფორმაციას, ჰააგის სასამართლო აქვეყნებს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის შეფასებით, ეს პირები, სავარაუდოდ, უშუალოდ მონაწილეობდნენ  2008 წლის ომის დანაშაულების ჩადენაში: უკანონო დაკავება, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ღირსების შელახვა, მძევლად ხელში ჩაგდება.

“დღეს გავაფორმე მოთხოვნა საქართველოს ვითარებაზე სამი პირის დაპატიმრებაზე. ესენი არიან:

გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მაირამოვიჩ მინძაევი, რომელიც 2005 წელს დაინიშნა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრად და თანამდებობაზე იყო 2008 წლის 31 ოქტომბრამდე;

გამლეტ გუჩმაზოვი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი გამოძიებით მოცულ პერიოდში;

დავიდ გეორგიევიჩ სანაკოევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში გამოძიებით მოცულ პერიოდში ” – აცხადებს პროკურორი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები