1 0 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„შაქარზე პანიკური მოთხოვნაა, რისი საფუძველი არ არსებობს.. პანიკურად ნუ შეისყიდით პროდუქციას, რადგან შეიქმნება დეფიციტი, რაც პროდუქტებს ხელოვნურად გააძვირებს“- რჩევა მოქალაქეებს

„რიტეილ ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე მირანდა მანაჯგალაძე ამბობს, რომ ქვეყანაში შაქარზე პანიკური მოთხოვნაა, რისი საფუძველი არ არსებობს. როგორც მან bm.ge-სთან თემის კომენტირებისას თქვა, პანდემიის დროსაც იყო პანიკა, თუმცა ისეთ მასშტაბებს ახლა ადგილი არ აქვს.

„სავაჭრო ქსელებში შაქრის გაყიდვები გაზრდილია, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ჩართულია ყველა შესაბამისი ორგანო, რათა გადავიაროთ ეს ტალღა და დეფიციტი არ გვქონდეს ბაზარზე. გუშინ შაქარზე, მარილსა და ზეთზე დეფიციტი წარმოიქმნა, თუმცა გუშინ იყო 8 მარტი, ისვენებდნენ დისტრიბუტორები და დეფიციტი გარკვეულწილად ამით იყო გამოწვეული.

ვთხოვ მოსახლეობას, პანიკურად ნუ შეისყიდიან პროდუქციას, რადგან ბაზარზე შეიქმნება ხელოვნური დეფიციტი, რაც ნიშნავს იმას, რომ დახლზე პროდუქტი არ დახვდებათ, ხოლო მოთხოვნის გაზრდა გამოიწვეს პროდუქტზე ფასის ხელოვნურ ზრდას. არცერთი პროდუქტის დეფიციტი არ დადგება; იმპორტიორები ამბობენ, რომ მარაგები აქვთ. გარდა ამისა, აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ სხვადასხვა ბაზართან, რომ პროდუქციის დეფიციტი არ გაჩნდეს“, - განაცხადა მირანდა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, იმპორტიორები აცხადებენ, რომ უხეში გათვლებით, შაქრის, მარილის და ზეთის თვენახევრის მარაგები აქვთ. „არის სხვადასხვა სახის ლოგისტიკური პრობლემა, რაზეც სახელმწიფოც ჩართულია და ეს პრობლემაც მალე გადაიჭრება. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანიკის საფუძველი არ არის, მოსახლეობას შეუძლია იყოს მშვიდად“, - აღნიშნა მირანდა მანჯგალაძემ.

 

წყარო:bmg

კომენტარები

მსგავსი სიახლეები