0 9 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რუსული არმიის შესახებ “ფეიკების“ გავრცელება 15 წლამდე პატიმრობით დაისჯება–პუტინის ახალი კანონი

რუსეთის სახელმწიფო დუმამ ერთხმად მიიღო კანონი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს რუსული არმიის შესახებ ფეიკების გავრცელებისთვის.  კანონის მიხედვით, რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინაში მოქმედების შესახებ არასარწმუნო ინფორმაციის გავრცელებისთვის სასჯელი 3 წლიანი კოლონიაა.

თუ ფეიკი “ორგანიზებული ჯგუფის მიერ ვრცელდება, ან მტკიცებულებების გაყალბება ახლავს თან,“ პატიმრობის ვადა 10 წლამდე იზრდება.

თუ არასარწმუნო ინფორმაციის გავრცელებას მძიმე შედეგები მოჰყვა, ბრალდებულს უკვე 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები