0 0 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

არაუშავს ირაკლი, როდესაც ომი მორჩება და ჩვენს ცაზე სამგზავრო თვითმფრინავები იფრენენ, შეგიძლია მერეც არ ჩამოხვიდე - უკრაინის დეპუტატი ღარიბაშვილს

რაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს უკრაინასთან დაკავშირებით, უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო მწვავე ფეისბუქ-სტატუსით პასუხობს:

"საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა. სტოკჰოლმის სინდრომმა შეგიპყროთ? პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სანქციები მის ქვეყანას სერიოზულ ზიანს მოუტანს. პარლამენტიც კი არ იკრიბება ამის განსახილველად. ყველაზე მეტად კი უბრალო შეკითხვაზე გაცემულმა პასუხმა გამაოცა. აპირებდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი კიევში სოლიდარობის ნიშნად ჩამოსვლას? პრემიერმა უპასუხა რომ უკრაინის ცა დაკეტილია.

არა უშავს ირაკლი. როდესაც ომი მორჩება და ჩვენს ცაზე, სამხედროს ნაცვლად, სამგზავრო თვითმფრინავები იფრენენ, შეგიძლია მერეც არ ჩამოხვიდე.

ქართველებო, ძმებო, როგორ მოგწონთ ეს? დაგავიწყდათ, როგორ ჩაფრინდა უკრაინის პრეზიდენტი თბილისში, როცა 2008 წელს რუსული ტანკები თბილისისკენ მოდიოდნენ? მოითმენთ თუ სახალხოდ აუხსნით ღარიბაშვილს რა უნდა გააკეთოს?" -  წერს გონჩარენკო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები