0 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ერთიანი სისტემა და ახალი სამგზავრო ტარიფები დღეიდან ამოქმედდა

დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიანი სისტემა და ახალი სამგზავრო ტარიფები დღეიდან ამოქმედდა. ერთჯერადი, 90 წუთიანი აბონიმენტის ფასი 1 ლარია და მის მფლობელს ამ დროის განმავლობაში ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა შეეძლება.

ულიმიტო ერთდღიანი ბარათის ფასი 3 ლარია. ულიმიტო 1 -კვირიანი ბარათის კი 20 ლარი. 1 თვიანი ბარათი – 40 ლარი, 3 თვიანი – 100, 6 თვიანი – 150, ხოლო 1 წლიანი ბარათი – 250 ლარი ეღირება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა შეეძლებათ თბილისში რეგისტრირებულ უსინათლო პირებს, მათ გამცილებლებს, უბნის ინსპექტორებს, პოლიციის ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებს, სამხედრო ძალების ვეტერანებს და ბაგა-ბაღების თანამშრომლებს.

შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით ისევ ისარგებლებენ მოსწავლეები, სტუდენტები, პენსიონერები და სოციალურად დაუცველი ოჯახები. სამგზავრო აბონემენტების პარალელურად არ უქმდება “მეტრომანები” და ის კვლავ რჩება მგზავრობის საფასურის ერთჯერადი გადახდის საშუალებად.

როგორც თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი აცხადებს, დღეის მონაცემებით, გაყიდული ვადიანი ბარათების 75% ერთთვიან, სამთვიან, ექვსთვიან და ერთწლიან ბარათებზე მოდის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები