სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა...
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
|
ქართული ოცნების ერთ-ერთი დეპუტატი, ალექსანდრე დალაქიშვილი დიდ სკანდალში ეხვევა. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც აქტიურად მიმდინარეობს საუბრები იმის შესახებ, თუ როგორ ატყუებს დეპუტატი ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს და თაღლითური გზებით ფულს “არაფერში“ აბანდებინებს.
თუმცა, ეს ყველაფერი როდია. მოტყუებით დარიცხულ ფულს სხვა ანგარიშზე რიცხავენ და შემდეგ, „ბიტკოინებს“ ყიდულობენ. სწორედ "ბიტკოინებით“ ხდება იმ პირების მომარაგება, რომლებიც სქემას კურირებენ.
ე.წ. „ქოლცენტრების“ თაღლითური სქემა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისთვის კარგად არის ცნობილი. არაერთხელ დაწერილა და თქმულა მედიაშიც, თუ როგორ დაკარგა დანაზოგი, ათასობით მოქალაქემ, სწორედ ამ სქემის საშუალებით.
საგულისხმოა ერთი დეტალიც, 2021 წლის 10 თებერვალს შევსებულ დეკლარაციაში, დეპუტატ დალაქიშვილს მითითებული აქვს რომ ფლობს წილს შპს კრიპტო სოლუშენში. დეკლარაციის მიხედვით მისი წილი, ამ კომპანიაში, 49 პროცენტია.
თუმცა, ცოტა ხნის წინ, ალექსანდრე დალაქიშვილმა წილი გაასხვისა, რაც ასახულია საჯარო რეესტრშიც, მაგრამ თაღლითური სქემა ამით არ დასრულებულა...
„ქოლცენტრების“ დაქირავებული თანამშრომლები საქართველოდან უკავშირდებიან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს და სთავაზობენ რომ დანაზოგი მათ მიერ შეთავაზებული სქემით დააბანდონ. ძირითადად ვირტუალურ სივრცეში.
რაც შეეხება გამოძიებას, ორგანიზებული დანაშაულის ბოლომდე გაშიფვრა საკმაოდ ძნელია მაშინ, როდესაც თაღლითური სქემის უკან, თავად ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან.
გარდა ამისა, დალაქიშვილი ფარცხალაძე-მამაცაშვილის კლანს წარმოადგენს. ის, ამავე დროს, საარცევნოდ, პასუხისმგებელია ქვემო ქართლზე. შესაბამისად, რუსთავსა და მთლიანად ქვემო ქართლში, ძირითადად სწორედ ალექსანდრე დალაქიშვილი აორგანიზებს არჩევნების გაყალბების სქემებსაც.
რუსთავში ყველამ იცის, რომ დალაქიშვილი პირადად იყო ჩართული თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურშიც. კერძოდ, ის რუსთავში, უბნიდან უბანზე გადაადგილდებოდა და სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდა რუსთაველთა ნების იგნორირებას.
ჩვენ, მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით მასთან დაკავშირებას, მაგრამ დალაქიშვილი, მედიის წარმომადგენლებს ემალება, რადგან დიდი ალბათობით, თუ მისი ფარული ბიზნეს-საქმიანობა ბოლომდე გამოაშკარავდება, ის პასუხისმგებლობას ვერ გადაურჩება.
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
"შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დ...
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. აქტივების გაყინვა და ფინანსური სანქციები. რას გულისხმობს აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირება &nb...
ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ... მე დარწმუნებული ვარ, რომ მას [სალომე ზურაბიშვილი] ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 12 დღის ამბებთან დაკავშირებით, ყველა ოფცია არის მაგიდაზე, ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება. ვნახოთ რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები, არის ეს ოფცია უვი...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები