0 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როგორ ვებრძოლოთ გაციებას ასკილთან ერთად?

სკილის ნაყოფი წარმოადგენს ვიტამინების ბუნებრივ კონცენტრატს. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს სხვადასხვა ვიტამინს: P, B1, B2, კაროტინებს, შეიცავს ასევე შაქრებს, ცხიმებს, ორგანულ მჟავებს. ასკალისგან ამზადებენ სიროფებს, ასკორბინის მჟავას, კონცენტრატებს.

ხალხურ მედიცინაში ასკილის ნაყოფს იყენებენ სურავანდის, კუჭის, თირკმლების, ღვიძლის, ნაღველის დაავადების დროს.

თესლის ნახარშს სვამენ თირკმლებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების შემთხვევაში. ასევე გასტრიტის, ცისტიტის, სისხლნაკლებობის, ათეროსკლეროზის, ბრონქიტის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევისას. ნევროზის დროს კი სამი სადილის კოვზი დანაყილი ასკილის ნაყოფი ჩაყარეთ თერმოსში, დაამატეთ ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ ერთი ღამე. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ ნახევარი ჩაის ჭიქა შემთბარი ნაყენი დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ნაყენი გრილ ადგილას შეინახეთ.

ასკილის ჩაი ასევე ძალიან სასარგებლოა გრიპისა და გაციების დროს : ასკილის გამხმარი ნაყოფი დააქუცმაცეთ და 5 სადილის კოვზი 1 ლიტრ ცივ წყალში ადუღეთ 10 წუთი, შემდეგ დააყოვნეთ 8-10 საათის განმავლობაში და გაფილტრეთ მარლაში. დალიეთ ყოველ 3- 4 საათში რამდენიმე დღის განმავლობაში. შეგიძლიათ მიირთვათ თაფლით, შაქრით ან მურაბასთან ერთად. სასურველია ნაყენი 1 კვირის განმავლობაში მიიღოთ, თან დოზა ნელ-ნელა შეამცირეთ.

უნდა გვახსოვდეს, რომ ასკილის ნაყოფის ნახარშების ან ნაყენების გამოყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაუშვებელია მათთვის, ვისაც აქვს თრომბოფლებიტები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები