0 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ნუ ენდობით გარშემო მყოფებს, რომლებიც არაკეთილსინდისიერი გზით გამდიდრებას დაგპირდებიან. ნუ გაეხვევით ავანტიურაში. მეტი დრო დაუთმეთ დაგროვილი საქმეების შესრულებას. 

კურო 
ნაკლებად იაქტიურეთ. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, დასვენებას. მოაგვარეთ ისეთი, საქმეები, რომლებიც თქვენგან დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. 

ტყუპი
ენერგიული ხართ, ოპტიმისტურ განწყობაზე. კარგი დღეა მიმდინარე საქმეების მოსაგვარებად. აგრეთვე, ახალი პროექტების განსახილველად. დღეს შეიძლება ახალი სამსახური შემოგთავაზონ. 

კირჩხიბი
დღეს გარშემო მყოფების საქმეებისა და პრობლემების მოგვარებით იქნებით დაკავებული. გამორიცხული არაა, საღამოს მეგობარი გეწვიოთ და გული გადაგიშალოთ. 

ლომი 
დღეს ყველა საიდუმლოს ამოხსნით; ყველა რთულ საქმეს წარმატებით დაასრულებთ. აგრეთვე, გარშემო მყოფებს ნიღბებს ჩამოხსნით და არავის მოატყუებინებთ თავს. 

ქალწული 
კარგი დღეა მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ. დიდი ხნის უნახავ მეგობართან შეხვედრა თქვენთვის სასიკეთოთ დასრულდება. შეიძლება ახალი სამსახური, შემოგთავაზოთ. 

სასწორი 
ნუ ეცდებით ყველა საქმისა და პრობლემის დღეს მოგვარებას. ყველაფერს ერთდროულად ნუ შეეჭიდებით. ჯერ დაფიქრდით, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და ის საქმეები შეასრულეთ. 

მორიელი 
სასიამოვნო ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში, რის გამოც ყველა სხვა საქმე უმნიშვნელო გახდება. ეცადეთ, უფრო მობილიზებული იყოთ და ძირითადი საქმეები მაინც არ მიატოვოთ. 

მშვილდოსანი 
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადმიანთან. აგრეთვე კოლეგებთან. მათთან ერთად ახალ პროექტებზე შეგეძლებათ მუშაობის დაწყება. 

თხის რქა
დღეს ლიდერის თვისებები უნდა გამოავლინოთ. უხელმძღვანელოთ კოლეგებსა და მიმდინარე პროექტებს. წინამძღოლის ფუნქცია სახლშიც უნდა შეასრულოთ. 

მერწყული
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, ძველი იდეების განსახორციელებლად. მთავარია, გარშემო მყოფებისგან მხარდაჭერა და მატერიალური დახმარება მიიღოთ. 

თევზები
დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, რომელზეც არამარტო თქვენი, არამედ, გარშემო მყოფების ბედიც იქნება დამოკიდებული. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები