0 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ახალ ნაცნობებთან ურთიერთობა არ იქნება დღეს ადვილი ამოცანა თქვენთვის. ყველა კარგის მოსურნე არ არის, მოგიწევთ მოთმენა.. 

კურო 
თუ შემოქმედებით მუშაობას დაიწყებთ, დიდ წარმატებას მიაღწევთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ გარეგნობას. კარგი იქნება, თუ იმიჯს შეიცვლით. სიყვარულშიც გიმართლებთ.. 

ტყუპი 
დღეს, გექნებათ დაძაბული ურთიერთობა ახლობელ ადამიანებთან. საქმიან სფეროში გაიზრდება თქვენი ინტერესი პარტნიორის წარმატებების მიმართ. მის მოქმედებაზე და უმოქმედობაზე დამოკიდებული იქნება აბსოლუტურად ყველაფერი. თქვენ მწარედ განიცდით საკუთარ უმოქმედობას და სხვაზე დამოკიდებულებას, მაგრამ ვარსკვლავები არ გაძლევენ კარდინალურად შეცვლის საშუალებას.

კირჩხიბი 
იფიქრეთ დამატებითი შემოსავლის წყაროებზე. კარგი იქნება თუ ახალ სამსახურსაც იშოვით. წარმატება გელით ფინანსურ ოპერაციებში. დღეს, საშუალება მოგეცემათ, კოლეგებში ავტორიტეტი აიმაღლოთ.. 

ლომი
კარგი იქნება, თუ დღეს ჯანმრთელობაზე სერიოზულად იზრუნებთ და შეეცდებით, სწორად იკვებოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ავად გახდეთ და თქვენი გეგმები ვეღარ განახორციელოთ. რაც ძალზე დასანანი იქნება.

ქალწული
დღეს იდეალურია დასვენება. თუ სამუშაო რეჟიმი დასვენების საშუალებას არ გაძლევთ, მაშინ ეცადეთ, მეგობრების გარემოცვაში დაისვენოთ. ღამის კლუბები და დისკოტეკები იდეალურია. 

სასწორი 
თქვენთვის სასურველი ცვლილებები შორს აღარაა. ნაბიჯ-ნაბიჯ შეუპოვრად იარეთ მიზნისაკენ; თქვენ ირგვლივ გაბატონებული სინათლე და გარკვეულობა მხოლოდ სიკეთეს მოგიტანთ იმ შემთხვევაში, თუ მიზნისაკენ სწორ გზას აირჩევთ.. 

მორიელი 
დღეს მთავარ ადგილზე სიყვარული იქნება. გელით რომანტიკული თავგადასავალი. საქმიან შეხვედრებზე მაქსიმალურად მობილიზებული იყავით.

მშვილდოსანი
წარმატება გელით ფინანსურ ოპერაციებში. დღეს თქვენთვის მნიშვნელოვან კონტრაქტებს გააფორმებთ. საზოგადოების ყურადღების ცენტრშიც ადვილად მოხვდებით. თქვენ მიერ წარმოთქმულ ყოველ სიტყვას ყურადღება მიაქციეთ, რადგან ყოველი არასწორი გამონათქვამი, ბუმერანგივით უკან დაგიბრუნდებათ. პირად ცხოვრებაში კი კონფლიქტებია მოსალოდნელი

თხის რქა
დღეს ავტორიტეტის გამყარებასა და ცოდნის გაღრმავებას დაუთმეთ. ბოლომდე მიიყვანეთ ადრე დაწყებული საქმეები. ახალი წამოწყებისაგან თავი შეიკავეთ.. 

მერწყული 
დღეს თქვენ იქნებით თავდაჯერებული, ორგანიზებული. შეძლებთ შეასრულოთ დიდი სამუშაო. დღის მეორე ნახევარში დაიცავით დიეტა. რაიმე საქმის გადაწყვეტისას, გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტებთან და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება. საღამო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად

თევზები
ხელმძღვანელის სკამის და კოსტუმის მორგება დაიწყეთ, ის თქვენ ძალიან მოგიხდებათ. დიდია ალბათობა რომ სულ ცოტა ხანში დაგაწიანურებენ. მთავარია მოთბინება გამოიჩინოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები