0 5 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს უმჯობესია ნერვებს გაუფრთხილდეთ, რადგან ის თქვენ დაგჭირდებათ საღამოს, ოჯახში ბავშვებთან ან ასაკოვან ნათესავებთან ურთიერთობისას
კურო 
დღეს თუ თქვენ საკუთარი თავის წარმოჩენას გეგმავთ, საგულდაგულოდ შეარჩიეთ ადგილი და დრო ამისათვის, ვინაიდან ძალიან საწყენი იქნება თუ თქვენი ძალისხმევა შეუმჩნეველი დარჩება.

ტყუპი დღის პირველი ნახევარი ნაკლებპრობლემური იქნება. ეცადეთ, ცხოვრებისა და საქმიანობის ანალიზი გააკეთოთ, რაც მომავალში ისევ თქვენ დაგეხმარებათ.
კირჩხიბი
ოჯახური საქმეები ლამის მთელ დღეს წაგართმევთ. თუმცა საღამოს ცოტა ამოსუნთქავთ. დღეს ყველა საქმეში წარმატება გელით.

ლომიდღეს ეცადეთ არაფერი დაგეგმოთ. ეცადეთ დღევანდელი დღე სახლში გაატაროთ. არ მოუსმინოთ ჭორებს, რადგან შეიძლება გული გეტკინოთ. ეცადეთ, რომ დღეს დამთმობი იყოთ, ეს საქციელი წინ წაგწევთ პირად ცხოვრებაში.
ქალწულიდღევანდელი დღე სახარბიელოა მოგზაურობისთვის და შოპინგებისათვის. ეცადეთ საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ. დღეს შესაძლებელია შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც თქვენს დარჩენილ სიცოცხლეს დაუკავშირებთ
სასწორი 
დღევანდელი დღე დასვენებისათვის გამოიყენეთ, წარმატება გელით ინტელექტუალურ საქმიანობაში. სირთულეები-სასიყვარულო ურთიერთობებშია მოსალოდნელი. უაზრო კონფლიქტებმა შესაძლოა, პრობლემები შეგიქმნათ.
მორიელი 
ფინანსურ საკითხებში პრინციპულობა გამოიჩინეთ. პარტნიორებთან ურთიერთობისას კი ეცადეთ, მათი აზრიც გაითვალისწინოთ. საღამო საყვარელ ადამიანს დაუთმეთ.
მშვილდოსანი 
დღეს ფიზიკური დატვირთვა ნამდვილად წაადგება თქვენს ჯანმრთელობას. არანაირ დოკუმენტს არ მოაწეროთ ხელი, ფინანსურ პრობლემებს თქვენს სასიკეთოდ გადაჭრით 

თხის რქა
დღეს მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება რომლის მიღებასაც უკვე დიდი ხანია თავს არიდებთ. ყველაფერი რომ დამთავრდება, სიამაყეს იგრძნობთ თქვენი საქციელის გამო.

მერწყული 

დღეს ისეთი რამ შეიძლება მოხდეს, რის გამოც მეგობრების დახმარება დაგჭირდებათ. არ მოგერიდოთ და მიმართეთ მათ და პრობლემა რამოდენიმე წუთში გადაწყდება.

თევზები

დღეს მოთმინების უნარს დაკარგავთ, გააკონტროლეთ თავი, არ გააკეთოდ ისეთი რამ, რაც მერე სანანებელი გაგიხდებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები