0 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ცვლილებებია მოსალოდნელი პირად ცხოვრებაშიც და პროფესიონალურ საქმიანობაშიც. გლობალური არაფერი მოხდება, მაგრამ მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყოთ, რომ უმნიშვნელო დეტალმაც კი არ დაგირღვიოთ სიმშვიდე. კურო რომანტიკული თავგადასავლების ხასიათზე ხართ. ფლირტი და გართობა კარგ განწყობაზე დაგაყენებთ. არაჩვეულებრივად მომხიბლავი ხართ და არ გაგიჭირდებათ საპირისპირო სქესის ყურადღების მიპყრობა. ტყუპი დღევანდელი დღე გზასთანაა დაკავშირებული. შეიძლება ან თავად მოგიწიოთ საქმეების გამო გამგზავრებამ, ან უცხოელებს, შორეულ ნათესავებს დახვდეთ. კირჩხიბი თავდაჯერებულობა და შრომისმოყვარეობა ნებისმიერ საქმიანობაში მოგიტანთ წარმატებას. მოსალოდნელია, დაწინაურება, ხელფასის მომატება ან ახალი პროექტის ხელმძღვანელობა. ლომი მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იმოქმედოთ, რათა შეცდომები არ დაუშვათ. არც საქმეებში და არც გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში. ნუ დაელოდებით დახმარებას, ყველაფერი თავად უნდა მოაგვაროთ. ქალწული მაქსიმალურად შეიკავეთ თავი კონფლიქტებისგან, მაგრამ გარშემო მყოფებს დიპლომატიურად და თავაზიანად გააცანით თქვენი მოსაზრებები. მეგობრები რთულ სიტუაციაში არ მიგატოვებენ. სასწორი დღე საკუთარ თავს, დასვენებასა და გართობას უნდა მიუძღვნათ. კარგია გამაჯანსაღებელი პროცედურები, ბუნებაში გასეირნება. აგრეთვე კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება. მორიელი ის, რაც დაგეგმილი გქონდათ, წარმატებით განხორციელდება. მუშაობის პროცესში შეიძლება დაუპატიჟებელმა სტუმრებმა ან კოლეგებმა და მეგობრებმა მოგაცდინონ, მაგრამ მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ. მშვილდოსანი შემოქმედებით, ახლის შექმნის განწყობაზე ხართ. თუ გარშემო თანამოაზრეებს შემოიკრიბავთ, კოლეგებისა და კონკურენტების საუბედუროდ ყველაფერი წარმატებით გამოგივათ. თხის რქა შეიძლება მოგეჩვენოთ, თითქოს გარშემო მყოფებისთვის მოსაწყენი გახდით. ამიტომ, ისე მოიქეცით, რომ განწყობა აგიმაღლდეთ, თავადაც გახალისდეთ და ახლობლებისთვისაც კვლავ საინტერესო გახდეთ. მერწყული მაქსიმალურად მოერიდეთ გარშემო მყოფებთან კამათს, დისკუსიაში ჩაბმას. ნუ მოცდებით არაფრისმომცემ საქმეებზე. დილიდანვე შეადგინეთ სამოქმედო გეგმა და იზრუნეთ მის განხორციელებაზე. თევზები გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან, საქმიან პარტნიორებთან. მაქსიმალურად მოერიდეთ საეჭვო ფინანსურ საქმიანობაში ჩართვას, რადგან წაგების მეტი არაფერი გელით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები