0 7 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ერთ პოზაში გაყინული ანგელოზები!

მართალია, გატენილია თბილისი ”ხამი”, სექსუალურად გაუნათლებელი, პრიმიტივი კაცებით, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ არც ჩვენ ვართ ”ანგელოზები”. სექსი , ჩვენს ქალაქში რაღაც კონფლიქტივითაა სქესთა შორის. ჯერ ერთი, ერთმანეთს აბრალებენ, რომ საერთოდ აქვთ, მეორე მეორე, ერთმანეთს აბრალებენ, რომ ცუდი სექსი აქვთ, მერე მესამე , კი აზრზე არ არიან როგორ უნდა ასიამოვნონ ერთმანეთს უკეთესად და არც ცდილობენ, რომ გაიგონ. არა, ეს თბილისელი გოგოები მაინც რაღაც განსაკუთრებულები ვართ,- თითქმის არავის არ აქვს ორგაზმი და მაინც დიდი მოწამეებივით, ხმას არ იღებენ და ატყუებენ პარტნიორს. ესეც გაუნათლებლობის ბრალია, – გონიათ, რომ თვითონ არიან დამნაშავეები, ჯანმრთელობასთან პრობლემები აქვთ და ასე შემდეგ, – არადა რეალურად შეიძლება მხოლოდ ის იყოს პრობლემა, რომ ამდენი თვის მანძილზე, მხოლოდ ერთ პოზაში აქვთ სექსი. და ესეც ჩვენი ბრალია, – ჩვენ ვგრძნობთ თავს შეურაცხყოფილად რაღაც კონკრეტულ პოზებში. ჩვენ ვიძახით სხვა გოგოებზე, რომ ”იხმარეს” და შემდეგ ჩვენ თვითონვე განვიცდით თავს ”ნახმარად”. ეს კაცის ბრალი არ არის – ეს ჩვენი აღქმებია. აბა მიდი და იფიქრე, რომ ის კი არა, შენ ხმარობ მას, უფრო აქტიურიც გახდები და სიამოვნებასაც მიიღებ და შენ წარმოიდგინე შეურაცხყოფილადაც არ იგრძნობ თავს ”ძაღლის პოზაში.” მოკლედ ახლა გთავაზობთ, რამოდენიმე რჩევას ქალებს, იმისთვის, რომ გავხდეთ ”ცოტა” უკეთესები მაინც: როცა კაცთან სექსისთვის ხარ, იყავი სექსისთვის და ნუ იფიქრებ ბევრს საქორწილო კაბაზე. დაიმახსოვრე, რომ სექსი ჩვეულებრივი მოთხოვნილებაა, ამით არაფერი არ იწყება და არ მთავრდება. უბრალოდ სექსი გაქვს, ჯანსაღი სექსი, ჯანსაღი სიამოვნებისთვის. ივარჯიშე, გახდი უფრო პლასტიური, დაიცავი დიეტა, დაიკელი წონაში, იყიდე ლამაზი საცვლები, – გახდი უფრო მიმზიდველი და სექსუალური, შესთავაზე სიახლეები. გაიპარსე ფეხები! დიახ, ზამთარშიც კი! ნუ გაითამაშებ ორგაზმს სისტემატიურად, მესმის, რომ გინდა თვითშეფასება აუმაღლო, მაგრამ ნუ გაინადგურებ საკუთარს. სექსი იმიტომ გაქვს, რომ სიამოვნება მიიღო და არა მხოლოდ იმისთვის, რომ მიანიჭო. ნუ იხმარ ისეთ სიტყვებს, რომელიც შენს პასიურობას უსვამს ხაზს. (ხმარობს, მო**ნა, მისცა და ა.შ.) მისიონერული პოზის გარდა სხვა პოზებიც არსებობს.. (ეს ისე ცნობისთვის…) ნურასოდეს დაკავდები ორალური სექსით, თუ არ გინდა ეს, მაგრამ დამიჯერე, არც ეს არის შეურაცყოფა და ”თავის დამცირება”. იყავი სექსუალურად თავისუფალი და ინიციატივიანი. უთხარი რა გსიამოვნებს და კითხე მასაც. წაიკითხე უფრო მეტი და წააკითხე მასაც. აგრძნობინე შენს კაცს, რომ გიყვარს სექსი, რომ შენთვის მნიშვნელოვანია ორგაზმი. არ მისცე მის პენისს საშუალება დაემორჩილოს დედამიწის გრავიტაციას, დიმორჩილე შენ! თუმცა სანამ ყველაფერ ამას დაიწყებდე, იპოვე 10 განსხვავება შენსა და გასაბერ ქალს შორის! თბილისური LOVE ბლოგი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები