0 7 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ სამსახურში გჩაგრავენ..

,, Forbes"-მა რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა სტატია , რომელიცდაშინების, დაჩაგვრის თემას ეძღვნება.ამ მანკიერების მსხვერპლი შეიძლება ოფისის ნებისმიერი თანამშრომელი აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ ,,Forbes"-მა ექსპერტების დახმარებით დაჩაგვრის რამდენიმე ნიშანი გამოავლინა. მუდმივად გაკრიტიკებენ? თუ კრიტიკამ მუდმივი ხასიათი მიიღო და თვლით, რომ ეს არაფრით დაგიმსახურებიათ, შესაძლოა ამაში ვინმე არაკეთილმოსურნეს ხელი ერიოს. ის ცდილობს ყველა თქვენს წინააღმდეგ განაწყოს. აზრი არა აქვს მიზეზის ძებნას თუ რატომ აგირჩიათ მსვერპლად. ექსპერტები ამბობენ, რომ ბულისნგის ოსტატებს ქცევის საკუთარი სტანდარტები აქვთ. შეცდომებს არ გპატიობენ თუ ხელმძღვანელი და კოლეგები მუდმივად მიგითითებენ შეცდომებზე და კონკრეტული მიზეზების გარეშე ხშირად გახსენებენ მათ, ეს სამსახურებრივი ზეწოლაა. დაუმსახურებელი ბრალდებები ბულინგის კიდევ ერთი პოპულარული ტაქტიკაა. თქვენ ჭორიკნები გახვევიათ გარს არაკეთილმოსურნენი ხშირად ჭორების მეთოდს იყენებენ, ანუ თქვენსა და თქვენს კოლეგებზე ბოროტ ხმებს ავრცელებენ. როცა ამ ჭორების გადამოწმებას არავინ ცდილობს, ეს უკვე დაჩაგვრაა თქვენს წარმატებებს სხვებს მიაწერენ რამდენიმე კვირა თავდაუზოგავად იშრომეთ, დღე და ღამეს ასწორებდით, რომ პროექტი წარმატებული გამოსულიყო. მიზანს მიაღწიეთ , კოლეგებმა კი თქვენი დამსახურებები მიითვისეს და განზე დაგტოვეს. ესეც ჩაგვრის ერთ-ერთი ფორმაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები