0 7 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: ამ დღეს მნიშვნელოვან პრობლემებს გადაწყვეტთ და შეძლებთ, დაასრულოთ დაწყებული საქმეები. ამიტომ დღევანდელმა დღემ ზოგჯერ შეიძლება გაორებული იერსახე მიიღოს. საქმიან ურთიერთობებში ნაყოფიერება და წარმატებაა მოსალოდნელი, ხოლო სასიყვარულო ურთიერთობები შეიძლება პრობლემური და დაძაბული იყოს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. კურო: დღევანდელი დღე კონფლიქტით დაიწყება, ჰარმონიული კოსმოსური სიტუაცია გეხმარებათ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.იფანტაზიორეთ, ნამდვილად არ წააგებთ. მოსალოდნელია სამსახურში პრემია მიიღოთ. ტყუპები: საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობა თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება. სიფრთხილე გამოიჩინეთ კოლეგებთან და მეზობლებთან ურთიერთობისას. ადვილად ნურავის ენდობით. ფინანსური ოპერაციებიდან დიდ მოგებას მიიღებთ. ეს დღე კარგია ხანგრძლივი მგზავრობის დასაგეგმად. კირჩხიბი: დღევანდელი დღე იდეალურია დასვენებისათვის. თუ სამუშაო რეჟიმი დასვენების საშუალებას არ გაძლევთ, მაშინ ეცადეთ, მეგობრების გარემოცვაში დაისვენოთ. ღამის კლუბები და დისკოტეკები იდეალურია. ლომი: სრულიად კონკრეტული დროა, დღევანდელი დღე უაღრეს მნიშვნელობას შეიძენს. თქვენთვის სასურველი ცვლილებები შორს აღარაა. ნაბიჯ-ნაბიჯ შეუპოვრად იარეთ მიზნისაკენ; თქვენ ირგვლივ გაბატონებული სინათლე და გარკვეულობა მხოლოდ სიკეთეს მოგიტანთ იმ შემთხვევაში, თუ ღირსეული მიზნისაკენ ღირსეულ გზას აირჩევთ. ქალწული: აქცენტი კარიერაზე გააკეთეთ. ეცადეთ, მაქსიმალურად შრომისუნარიანი იყოთ. ხელმძღვანელობასთან კონფლიქტური სიტუაციების ალბათობა იმატებს. პირად ცხოვრებაში იდილიური სიტუაცია დაისადგურებს. სასწორი: ახალი საქმეების წამოსაწყებად იდეალური პერიოდია. დასახეთ სამომავლო გეგმები. კარგი იქნება, თუ პროფილაქტიკურ მკურნალობას ჩაიტარებთ. საღამოს მხიარულ წვეულებაზე წასვლაზე ნუ იტყვით უარს. მორიელი: საკმაოდ პრობლემური დღე გელით. სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ ეცადეთ კარგად გაეცნოთ სიტუაციას. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები, რათა თავი აარიდოთ ოჯახში პრობლემებს. მშვილდოსანი: დღეს ყურადღებით იყავით სამსახურში, ეცადეთ კოლეგებში მეტი კეთილგანწყობა დაიმსახუროთ. უარს ნუ იტყვით სასიყვარულო თავგადასავალზე. თხის რქა: დღეს მოგეცემათ შანსი, ცხოვრება შეცვალოთ უკეთესობისკენ, სადაო საკითხებს თქვენს სასარგებლოდ გადაწყვეტთ. კარგი იქნება თუ საყვარელ ადამიანთან გულახდილად ისაუბრებთ. მერწყული: დღეს ბევრ ძალასა და ენერგიას დახარჯავთ ურთიერთობებეზე, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შეიძლება უარყოფითად აისახოს. სასიყვარულო ურთიერთობებში მოსალოდნელია ძველი გრძნობების გაღვივება. ეცადეთ იყოთ მეტად პრაგმატული და გადაწყვეტილება აუჩქარებლად მიიღოთ. თევზები: დაძაბული დღეა. დიდი და რთული საქმეები დღეს არ გელით, მაგრამ წვრილმანი იმდენი იქნება, რომ შესაძლოა არაქათი გამოგეცალოთ. აარჩიეთ შესაფერისი გარემო და აუცილებლად ეცადეთ დღის მეორე ნახევარი მაინც გახადოთ მშვიდი და ნაკლებად ემოციური.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები