0 7 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

არასრულწლოვანი დები ჯგუფურად გააუპატიურეს,შემდეგ კი ჩამოახრჩვეს

შემზარავი ამბავი ინდოეთში ქვეყნის ჩრდილოეთით, ერთ-ერთ სოფელში მოხდა.თოთხმეტი და თხუთმეტი წლის დები ჯგუფურად გააუპატიურეს,შემდეგ კი მანგოს ხეზე ჩამოახრჩვეს. გოგონები მიუკარებელთა კასტის წარმომადგენლები იყვნენ, რომელიც ადგილობრივ წოდებრივ იერარქიაში ყველაზე დაბალ საფეხურზეა. პოლიციის ცნობით, დანაშაულში ეჭვმიტანილი სამი პირია დაპატიმრებული, რომელთაგან ორი პოლიციელია. ასევე ეძებენ კიდევ სამ ეჭვმიტანილს. გასულ წელს ინდოეთის ხელისუფლებამ გაუპატიურებისთვის სასჯელი გაამკაცრა. ჯგუფური გაუპატიურება ახლა სიკვდილითაც ისჯება, მიუხედავად ამისა, სტატისტიკის მიხედვით, ამ ქვეყანაში გაუპატიურება ყოველ 22 წუთში ხდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები