0 9 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მსოფლიოში აღიარებული, ყველაზე ეფექტური ლიმნის წვენის დიეტა

ლიმონის წვენის დიეტა ნელ-ნელა იმაგრებს პოზიციებს. ძირითადი პრინციპი ძალიან მარტივია. ყოველ დილით უნდა დალიოთ რამოდენიმე ჭიქა თბილი წყალი ლიმონის წვენთან ერთად. 1 ჭიქა წყალზე საკმარისია 2ს/კ ლიმონის ახალგამოწურული წვენი. ექსპერტები ამტკიცებნ ამ ახალი მეთოდის ეფექტურობას. საიდუმლო იმაშია, რომ პატარა მჟავე ხილი, საჭმლის მომნელებელ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს. ლიმონის მჟავა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის კარგი სტიმულოტორია მთელი დღის განმავლობაში, ხოლო წყალს შეუძლია ორგანიზმიდან განდევნოს ზედმეტი ნივთიერებები. ამასთან ლიმონი მაღლა წევს კუჭის მჟავიანობას და ამით ის ხელს უწყობს კალციუმის უკეთ შეწოვას და უჯრედებში ცხიმს ენაცვლება. ამრიგად ფიზიკურ ვარჯიშებთან და ჯანმრთელ კვების რაციონთან ერთად ლიმონის წვენი დაგეხმარებათ მოკლე ვადაში მოიშოროთ ზედმეტი კილოგრამები. სხვათაშორის თუ ლიმონის კანსაც მიირთმევთ, მაშინ შესაძლებელია 4 საათის განმავლობაში ჩაიხშოთ შიმშილის გრძნობა, რადგანაც ნივთიერებას პეტკინს, რომელიც ლიმონის ქერქშია, გააჩნია ისეთი სტრუქტურა, რომელიც კუჭში მოხვედრისთანავე გადაიქცევა ბლანტ გელად და შემოეკვრება ნაწლავის კედლებს, რაც იწვევს ორგანიზმის მოტყუებას და შიმშილის გრძნობის შესუსტებას. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ლიმონი მდიდარია С ვიტამინით, რომელიც შემოდგომა ზამთარში განსაკუთრებულად გვესაჭიროება იმუნიტეტის ასამაღლებლად და გაციებასთან საბრძოლვევლად, ასევე სახის კანის ჯანსაღი ფერის შესანარჩუნებლად. dieta.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები