0 9 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ქალი, რომელიც მეათე შვილს ელოდებოდა მეუღლემ სასიკვდილოდ გაიმეტა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში ქმარმა ცოლი მოკლა და მიიმალა. მკვლელობა დღეს, დაახლოებით დილის 06.00 საათზე მოხდა. მკვლელობის სავარაუდო მიზეზი ოჯახური კონფლიქტი გახდა. გარდაცვლილს 9 შვილი ჰყავდა და მეათეზე ფეხმძიმედ იყო. ოჯახი სოციალურად დაუცველია. ამჟამად გარდაცვლილის ოჯახში სოციალური სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან და ბავშვების მეურვეობასთან დაკავშირებით შესაბამის ღონისძიებებს მოგვიანებით მიიღებენ. სამართალდამცველებმა მომხდარი მკვლელობა გახსნეს.გამოძიებამ დაადგინა, რომ ქობულეთის რაიონის სოფელ ოჩხამურში, ღამით, თეიმურაზ ქ-მ საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეუღლეს - 1984 წელს დაბადებულ რუსუდან ბ-ს ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალბატონი ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა თეიმურაზ ქ. მომხდარიდან რამდენიმე საათში სოფელ ოჩხამურის ტერიტორიაზე ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და თვითმკვლელობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 115-ე მუხლით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები