0 9 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჟორჟოლიანმა ნაცემი კოდუას ფოტო გაავრცელა

დავით კოდუას მდგომარეობის ამსახველი ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა. აღნიშნული ფოტოები ერეკლე კოდუას მეუღლემ ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა. ძებნაში მყოფი ერეკლე კოდუას ძმა, ბიზნესმენი დავით კოდუა რკინიგზის საავადმყოფოშია მოთავსებული. დავით კოდუას ძმა გიორგი კოდუა ძმაზე თავდასხმის დეტალებზე საუბრობს. "დავით კოდუა აბაშიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი შენობიდან გამოსვლის შემდეგ ტელეფონით საუბრობდა, რა დროსაც შუა დღეს, დაახლოებით ორი საათის წინ თავს დესხნენ. 3-4 კაცი იყო, შავებში ჩაცმულები, სპეცრზმელებს გავდნენ, ქუდი-ნიღაბი ეხურათ. ეს მოხდა დღისით, ქუჩაში. არ იყვნენ დამალული სადარბაზოში. დავითი მარტო იმყოფებოდა. გამვლელები გასაშველებლად მივიდნენ, მაგრამ თავდამსხმელებმა უთხრეს, არ ჩაერიოთ, თორემ გესვრითო. შემდეგ მიიმალნენ", - აღნიშნა გიორგი კოდუამ. მისივე ინფორმაციით, დავით კოდუა ამჟამად საავადმყოფოში, უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები