0 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტებს 15-16 მაისამდე მიიღებენ

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტებს პარლამენტი პირველი მოსმენით, 15-16 მაისამდე მიიღებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ,,მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტი იყო ინიცირებული შარშან ზაფხულში. ამ პროექტზე შემდეგ ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა, ჩვენ იგი გავაგზავნეთ ევროსაბჭოში ექსპერტიზისთვის, მოვიწვიეთ რამდენიმე ექსპერტი საქართველოში. მარტის განმავლობაში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. განსაკუთრებით პროდუქტიული იყო აპრილში პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლებისა და პროკურატურის, შს და იუსტიციის სამინისტროების, ასევე პრემიერ-მინისტრის აპარატის, უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლების ერთობლივი მუშაობა. დღეისთვის ჩვენ შეგვიძლია ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ უმრავლეს საკითხებში, 90-95% საკითხებში მიღწეულია შეთანხმებები იმისთვის, რომ საქართველოში დასრულდეს საუბარიც კი იმის თაობაზე, ვინმე ვინმეს უკანონოდ ხომ არ უსმენს. დღეს ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 15-16 მაისამდე, სანამ პარლამენტი ერთთვიან შესვენებას გამოაცხადებს არჩევნების გამო, ჩვენ ძალიან დიდი ალბათობით, პირველი მოსმენით მაინც მივიღებთ 6-7 კანონპროექტიდან უმრავლესობას, "- განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები