0 9 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დედის მკველობაში ბრალდებული მამაკაცის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

New Life Global Network-აღმასრულებელი დირექტორის მარიამ კუკუნაშვილის ინფორმაციით ბრალდებული ძალადობას მასზეც გეგმავდა, რის გამოც მეორე სართულიდან გადააგდო. ,,გარკვეული ხნის წინ მეგობრის სახლში ვიყავი სუფრაზე სადაც არცთუ ისე კარგი რეპუტაციის მქონე მეზობელი ბიჭი დაუპატიჟებლად მოვიდა სუფრაზე..ცოტა ხანში მეორე სართულზე ( საკუთარი სახლის) ავედი რადგან ჩანთა მქონდა იქ დატოვებული ..ეს ბიჭი უჩუმრად ამომყვა და რომ მივხვდი საქმე ვერ იყო კარგად და იმხელა სახლში ვერც ვერავის გავაგონებდი ''პოდრუჩკი'' გავუყარე გავუღიმე კიბის კიდესთან მივიასეირნე ,უცებ ხელი ვკარი და ცემენტის კიბეზე დავაგორე რის შედეგადაც თავი გაუსკდა და სისხლიც ორ ტოტად წამოუვიდა..დღეს გავიგე რომ გუშინწინ აღდოგმა დღეს ამ ბიჭმა საკუთარი დედა საშინლად აწამა , შეშის ღუმელის გაცხელებული მაშითა და ნაკვერჩხლებით დაუდაღა მთელი სხეული და შემდეგ წაიღო და საღორეში დამარხა...." წერს New Life Global Network- აღმასრულებელი დირექტორი ფეისბუქში საკუთარ გვერდზე. თერჯოლის რაიონში ამნისტიით გათავისუფლებულმა ყოფილმა პატიმარმა დედა წამებით მოკლა. შვილმა კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი საღორეში დამარხა, მეზობლებში კი ხმა გაავრცელა, რომ მშობელი სამუშაოდ საბერძნეთში წავიდა. განზრახ მკვლელბის მუხლით მამაკაცი უკვე დააკავეს სამართალდამცვლებემა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები