0 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვინ დაემუქრა ივანიშვილს ანგარიშების დაყადაღებით სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარების გამო?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, დაკითხვაზე მის დაბარებას ამერიკელებისა და ევროპელების მხრიდან მწვავე რეაქციები მოჰყვა. ამის შესახებ სააკაშვილმა მისი ინიციატივით შექმნილი ბიბლიოთეკის გახსნაზე, ამერიკიდან ვიდეოჩართვისას განაცხადა. "გახსოვთ, თქვეს ახლავე დავაკავებთ, თუ დაკითხვაზე არ გამოცხადდებაო, მაგრამ ორ დღეში ყველაფერი უკან წაიღეს. თქვენ გგონიათ უცებ სინდისმა შეაწუხათ და თვალები გაუნათდათ?! - არა. ამერიკის ძალიან მაღალი დონის თანამდებობის პირმა დაურეკა ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს, შემდეგ ელჩი მივიდა წერილით და უთხრეს, თქვენ, მე მგონი, ვერაფერი გაიგეთ, რადგან ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი დიდხანს ესაუბრა ღარიბაშვილს, რომ ეს არ გააკეთოს. უთხრეს, ჩვენ ვართ ძალიან გაბრაზებული და ეს ამ მთავრობას დაუჯდება ძვირად. მეტიც, უთხრეს, პირადად ივანიშვილს დავუწესებთ სანქციებსო - მის ანგარიშებს დავაყადაღებთ, მის ფრანგულ მოქალაქეობას გადავხედავთ, ვეღარ გადაადგილდება და ექნება პრობლემაო. ამასთან, ევროკავშირმა მოამზადა განცხადება, რომ ასოცირების ხელშეკრულება სულაც არ იქნება ავტომატური, თუკი ეს საქმე გაგრძელდებაო. ასე რომ, ასეთი გაწევ-გამოწევა იყო. რატომ აკეთებენ ამას ამერიკელები და ევროპელები?! - მათ ზედმიწევნით კარგად იციან, რომ არაფერი კავშირი მე კორუფციასან ან სხვა სახის დანაშაულთან არ მქონია", - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები