0 9 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

რა ბრლდებით დააკავეს ქართველი ჟურნალისტები?

სოფელ აძვში "ტვ-3"-ის გადამღები ჯგუფის დაკავების შესახებ ინფორმაციას ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო "რესი" ავრცელებს,რომლებსაც ბრალად ედებათ საზღვრის დარღვევა. ამის შესახებ სააგენტო "რესს" პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევმა განუცხადა. მისი თქმით, დაკავებულებმა საზღვარი სოფელ აძვთან დაარღვიეს. ჯიოევის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულები ქართველი ჟურნალისტები არიან. ამ დროისთვის მათი ვინაობა და მათ მიერ საზღვრის დარღვევის გარემოება დგინდება", – ნათქვამია "რესის" ინფორმაციაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით საქმეში უკვე ჩართო საერთაშორისო ორგანიზაციები. ცხელი ხაზის მეშვეობით მიეწოდა ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც. "შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია დაკავების შესახებ. ჩვენი ცხელი ხაზის საშუალებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები. აქტივირებულია ჩვენი ცხელი ხაზი, რომელიც ეხმარება მხარეებს, დაუკავშირდნენ ერთმანეთს და მიდის მოლაპარაკებები, რათა ეს ადამიანები რაც შეიძლება მალე გაათავისუფლონ", - განაცხადა EUMM-ის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ნინო სუხიტაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ოფელ აძვში რუსმა ოკუპანტებმა ს ქართველი ჟურნალისტები რამდენიმე საათის წინ დააკავეს.დაკავებული არიან ტელეკომპანია "TV 3"-ის გადამღები ჯგუფი – ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი. ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი სოფელ აძვში საზღვრის გადმოწევის ფაქტის გასაშუქებლად იყო ჩასული, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები