1 1 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ნუგზარ წიკლაურს სასტიკად გაუსწორდნენ -თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურს წუხელ სასტიკად გაუსწორდნენ.დეპუტატის განმარტებით, სახლთან სამი მანქანით რამდენიმე ნიღბიანი დახვდა , რომელთაც მისი გატაცება სცადეს. მისივე თქმით თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს. "დაახლოებით ღამის 3 საათისთვის დავბრუნდი სახლში. სახლთან დამხვდა სამი მანქანა, რომელშიც იყო შვიდი ან რვა ადამიანი, ყოველგვარი სიტყვების გარეშე დამესხნენ თავს და დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს ჩხუბი. მათი ამოცანა იყო მანქანაში შეგდება და როცა ეს არ მოხერხდა, ერთ-ერთმა დამადო ორჯერ ელექტროშოკი", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. დეპუტატი მომხდარს პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს. პირველადი დახმარება წიკლაურს ღუდუშაურის საავადმყოფოში აღმოუჩინეს. გამოძიება 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ცემის ფაქტს გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები