1 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მამა გაბრიელის საფლავის გახსნაზე დასწრების მსურველებს მცხეთაში უფასოდ წაიყვანენ

22-23 თებერვალს, მცხეთაში, მამა გაბრიელის საფლავის გახსნის პროცესზე დასწრების მსურველთა დიდი ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებისათვის, სს "საქართველოს რკინიგზამ" თბილისი-მცხეთა-თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისები დანიშნა. "საქართველოს რკინიგზის"ცნობით აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანა განხორციელდება უფასოდ. მატარებლები თბილისი-მცხეთა-თბილისის მიმართულებით იმოძრავებს ყოველ ორ საათში ერთხელ, შემდეგი განრიგის შესაბამისად: 22 თებერვალს, ქ.თბილისის დიდუბის სადგურიდან რეისები შესრულდება 06:00 საათიდან 24:00 საათის ჩათვლით, შესაბამისად, 22 თებერვალს ქ.მცხეთის სადგურიდან დიდუბის მიმართულებით რეისები შესრულდება 07:00 საათიდან 01:00 საათის ჩათვლით. ხოლო 23 თებერვალს 07:00 საათიდან 21:00 საათის ჩათვლით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები