1 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

„ჩემი სიძე უკრავს, მღერის და კიკბოქსინგელიც იყო“- ღარიბაშვილის სიმამრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრმა, გენერალ თამაზ თამაზაშვილმა ჟურნალ "სარკესთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ღარიბაშვილმა იხუმრა, როდესაც თქვა, რომ ცოლის ნათესავი ნათესავი არ არის. თამაზაშვილის განმარტებით ირაკლი ძალიან კარგი პიროვნებაა, ეკლესიურია, სამშობლი უყვარს და არავის დაჩაგრავს. აქვე დასძინა, რომ ის კარგადაც უკრავს და მღერის. „ჩემი სიძე პიანინოზეც, გიტარაზეც უკრავს და კარგადაც მღერის. წარმატებული კიკბოქსინგელი იყო. ერთი პერიოდი საფრანგეთის ჩემპიონატზეც გამოდიოდა, როცა იქ სორბონის უნივერსიტეტში სწავლობდა, დღემდე ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს. სულ სწავლობდა, ვარჯიშობდა, საქმეს აკეთებდა, სმის დრო კი აღარ ჰქონდა. როცა დაველაპარაკე, მივხვდი, რომ მისთვის "სიძის გამოცდის" ჩატარება ზედმეტი იყო. ცოლის მიერ გაკეთებული ხინკალი განსაკუთრებით უყვარს. ახალგაზრდაა, 32 წლისაა, მაგრამ საოცრად ნიჭიერია, რაც კარგია იმას იტაცებს, რაც ცუდია- ახლოს არ იკარებს. ნიჭი აქვს საოცარი, სამშობლო უყვარს, რაც სააკაშვიისთვის უცხო იყო",- აღნიშნა თამაზაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები