1 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ირაკლი ღარიბაშვილმა ხე დარგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფება. დღეს დილით ის იერუსალიმის ერების ხეივანს ეწვია, სადაც სიმბოლური ხის დარგვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ეიერუსალიმის ერების ხეივანში ეს არის საქართველოს მთავრობის მეთაურის უკვე მეორე ხის ნერგი - შარშან ივნისში ერების ხეივანში სიმბოლური ხე დარგო მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. ხის დარგვის ცერემონიის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელი-საქართველოს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის შესახებ ისაუბრა და გამოთქვა სურვილი ერებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები