1 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მათთვის ვინც გუდაურში ასვლას გეგმავს-სათხილამურო სეზონი 25 იანვარს გაიხსნება

სათხილამურო სეზონი გუდაურში 25 იანვარს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას გუდაურის განვითარების სააგენტო ავრცელებს ,, გუდაურში ამ წუთებში ინტენსიურად თოვს. საქართველოს ჰიდრომეცენტრის ინფორმაციით კურორტზე თოვა 26 იანვარს გაძლიერდება, ხოლო მომდევნო დღეებში პერმანენტულად ითოვებს. აღნიშნული გარემოება გუდაურის განვითარების სააგენტოს აძლევს საშუალებას, რომ სათხილამურო სეზონი ოფიციალურად გაიხსნას. სათხილამურო სეზონის გახსნის შემდეგ ავტომატურად ამოქმედდება სეზონზე გათვალისწინებული აბონიმენტის ფასები. გამომდინარე იქიდან, რომ ნავარაუდევთან შედარებით სათხილამურო სეზონი ერთი თვის დაგვიანებით იწყება, ცვლილებაა სასრიალო აბონიმენტების ფასებშიც"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები