თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...
თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...
|
ESG ელჩი თიბისის უნიკალური ინიციატივაა, რომლის მიზანი გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის სტრუქტურების გაძლიერება და ამ მიმართულებით თიბისელების ჩართულობის გაზრდაა.
პროექტის მონაწილეები თიბისის ESG ელჩები (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის მიმართულებით) გახდებიან, როგორც კომპანიის შიგნით, ისე გარეთ და საკუთარ წვლილს შეიტანენ საზოგადოებრივ სიკეთესა და ადამიანების ცხოვრების კიდევ უფრო გამარტივებაში. ამ ინიციატივით, თიბისელები ერთად იზრუნებენ გარემოს დაცვაზე, ხარისხიან განათლებაზე, პროფესიულ განვითარებაზე, ჯანსაღ სამუშაო გარემოს შექმნასა და მომხმარებლების მხარდაჭერაზე. ეს კი საბოლოო ჯამში თიბისის ბიზნესსაქმიანობის ისე წარმართვას შეუწყობს ხელს, რომ ყველა მონაწილემ და დაინტერესებულმა მხარემ სარგებელი მიიღოს.
პროექტში ჩართვა ნებისმიერ თიბისელს შეუძლია, რომელიც ინიციატივის მიმართ ინტერესს გამოხატავს და შესაბამის აპლიკაციას შეავსებს. ჟიურის წევრების მიერ ESG ელჩების შერჩევის შემდეგ, ისინი მონაწილეობას მიიღებენ თიბისის მიერ დასახული მიზნების შესრულებასა და საკუთარი ინიციატივების განხორციელებაში, მათი ფილიალის, განყოფილების, ქალაქის, რეგიონის ან საქმიანობის ინტერესების გათვალისწინებით. ESG ელჩები გაიღრმავებენ ცოდნას გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის სფეროებში და წვლილს შეიტანენ მომხმარებლების, ორგანიზაციისა და საზოგადოების მდგრადობის ხარისხის ამაღლებაში.
„როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, ჩვენ წარმატებას არა მხოლოდ ფინანსური შედეგებით ვზომავთ. მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ საზოგადოებრივი კეთილდღეობის საკითხებს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა წამოვიწყეთ ESG ელჩების სახით, რადგან ამ ღირებულებების კომპანიის მასშტაბით გავრცელება და კულტურაში დანერგვა ESG მიზნების უფრო სწრაფად და ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს. ეს ინიციატივა საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ თანამშრომლები, რომლებიც ჩართულნი არიან საერთო კეთილდღეობის შექმნაში. დარწმუნებული ვარ, კეთილი მიზნების განხორციელებას ბევრი თიბისელი შემოუერთდება და ადამიანების ცხოვრების კიდევ უფრო გამარტივებაში ამ ფორმითაც შევიტანთ წვლილს.“ - მაკა ბოჭორიშვილი, თიბისის ESG მიმართულების ხელმძღვანელი.
ESG მიმართულება თიბისის სტრატეგიის უმნიშველოვანესი ნაწილია და ის ისეთ თემებს, საკითხებს და სფეროებს აერთიანებს, რომლებზეც კომპანიას პირდაპირი თუ ირიბი გავლენა აქვს. თიბისი, როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი მნიშვნელოვნად განაპირობებს საზოგადოების ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას. მისი საქმიანობის პირდაპირი და არაპირდაპირი ზეგავლენით თიბისი ხელს უწყობს მეწარმეობის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას, ახალი პროფესიების წარმოქმნას, ტექნოლოგიებში განათლების ხელმისაწვდომობას, გარემოსადმი მეგობრული პრაქტიკების პოპულარიზაციას, ინოვაციური ორგანიზაციული პროცესებისა და პროდუქტების დანერგვას, ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და სხვა.
თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...
ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...
თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა. ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...
თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...
· პროექტი შპს „ტრანსფორდთან“ (პეის ჯგუფი) პარტნიორობითა და USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება „თეგეტა აკადემიამ“ USAID-ის ...
ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოდან უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით. ტექსკოლის მე-4 ...
„თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლები, მანანა ხინაშვილი და ლევან მამულაშვილი - Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულები არიან. უკვე მეექვსე წელია, Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდ...
კომენტარები