თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...
თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...
|
2021 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.3 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი კი 6.2 პროცენტით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.96 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (9.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (5.5 პროცენტი), თევზეული (4.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (3.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-1.1 პროცენტი);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 18.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.73 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (43.0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (31.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (19.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (18.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.0 პროცენტი), თევზეული (16.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (13.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.2 პროცენტი), ხილი და ყურძენი (9.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (6.4 პროცენტი);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 19.6 პროცენტით, რაც 2.4 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (28.9 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.8 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-1.3 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფიქსირდება ფასების 11.9 პროცენტიანი მატება, რაც 1.75 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (13.9 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.3 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.65 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (12.7 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (5.3 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (3.6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ფეხსაცმლის (17.8 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (3.7 პროცენტი) ქვეჯგუფზე. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2021 წლის ოქტომბრის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 18.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.73 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (43.0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (31.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (19.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (18.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.0 პროცენტი), თევზეული (16.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (13.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.2 პროცენტი), ხილი და ყურძენი (9.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (6.4 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 19.6 პროცენტით, რაც 2.4 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (28.9 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.8 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-1.3 პროცენტი);
თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...
ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...
თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა. ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...
თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...
· პროექტი შპს „ტრანსფორდთან“ (პეის ჯგუფი) პარტნიორობითა და USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება „თეგეტა აკადემიამ“ USAID-ის ...
ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოდან უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით. ტექსკოლის მე-4 ...
„თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლები, მანანა ხინაშვილი და ლევან მამულაშვილი - Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულები არიან. უკვე მეექვსე წელია, Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდ...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები