თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...
თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...
|
თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით, სექტემბერში ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა. მართალია, წლიური ზრდის მაჩვენებელი წინა თვეებთან შედარებით შემცირებულია, თუმცა აღნიშნული გასული წლის მაღალ საბაზო ეფექტს ასახავს. ეკონომიკის აღდგენის ტემპი კვლავ ძლიერი იყო და 2019-ის დონესთან შედარებით, ზრდამ დაახლოებით 6.2% შეადგინა.
წლიურ ზრდაში ფისკალური კომპონენტის უარყოფითი კონტრიბუცია, რაც მიმდინარე წლის ივნისიდან შეინიშნება, სექტემბერშიც გაგრძელდა. თუმცა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენა აღნიშნული ეფექტის დასაბალანსებლად კვლავ საკმარისი აღმოჩნდა. სექტემბერში ექსპორტის,
იმპორტისა და ფულადი გზავნილების წლიური ზრდაც ნორმალიზებაზე მიუთითებდა, თუმცა ამ
შემთხვევაშიც ძლიერი საბაზო ეფექტის გამო, რადგანაც შესაბამისი მაჩვენებლები 2019 წლის
დონესთან შედარებით ძლიერი იყო. საგარეო სექტორის მსგავსად, მაღალმა საკრედიტო აქტივობამ
ზრდაზე დადებითად იმოქმედა.
სექტორების კუთხით, ზრდა გასული თვის მსგავსი იყო, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად
მშენებლობაშიც ზრდა დაფიქსირდა და შესაბამისად, შემცირებული აქტივობა მხოლოდ სამთო-მოპოვებით სექტორში შეინიშნებოდა.
მთლიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის შემთხვევების მატება, შენელებული ვაქცინაციის პროცესი და არჩევნებთან დაკავშირებული
გაურკვევლობა ეკონომიკური აქტივობისთვის რისკს წარმოადგენს, როგორც ჩანს, საბაზო სცენარით 2021-ის ზრდა დაახლოებით 1 პროცენტული პუნქტით უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ამას თიბისი კაპიტალის ადრინდელი, 10.5%-იანი სცენარი ითვალისწინებდა.
სებ-მა 27 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე, თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 10%-ზე შეინარჩუნა. კომიტეტის გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა
და სურსათის გაძვირების გარდა, ინფლაციის მატება საერთაშორისო სატრანსპორტო ხარჯების
ზრდითაა გამოწვეული. ასევე, სებ-ის მიხედვით, მაღალი ინფლაციური მოლოდინების საფრთხე კვლავ აქტუალურია და პოლიტიკა
გამკაცრებულ ფაზაში დარჩა. ეკონომიკის ზრდის მხრივ კი, აღინიშნა, რომ მთლიანი მოთხოვნა კვლავ ძლიერია და სებ-მა 2021 წლისთვის პროგნოზი 8.5%-დან 10.0%-მდე გაზარდა.
სექტემბრის სტატისტიკა ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე შემოსავლიანობის
დიფერენციალის დამატებით გაფართოებაზე მიუთითებს, რაც ლარზე განაკვეთების ზრდამ
განაპირობა. უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე განაკვეთები კი ფაქტობრივად უცვლელი დარჩა.
თიბისი კაპიტალის ინარჩუებს შეხედულებას რომ, საერთაშორისო განაკვეთების მოსალოდნელი
ნორმალიზაციისვმიუხედავად, საქართველოში სავალუტო დეპოზიტებზე დაბალი განაკვეთები
დიდ ხანს შენარჩუნდება.
ბანკების მიერ ლარის დეპოზიტების გაზრდილ ფასში მოზიდვასთან ერთად, საშუალო საბაზრო და
რეფინანსირების განაკვეთებს შორის დიფერენციალი დამატებით გაიზარდა, რაც სებ-ის რესურსს უფრო მიმზიდველს ხდის. ამას ეროვნული ბანკიდან კომერციული ბანკების სესხების
მოცულობის ზრდაც მოწმობს, მაშინაც კი, როდესაც ცენტრალური ბანკი სახაზინო ფასიანი
ქაღალდების შეძენით ბაზარს ეროვნულ ვალუტას დამატებით აწვდის, რაც გარკვეულწილად
რეფინანსირების სესხების ჩამნაცვლებელია.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ M2-ით გამოხატული ლარის მიწოდება გარკვეულწილად აღდგა, ის მაინც ზომიერი რჩება. ბაზარზე
ლარის დაფინანსების საჭიროება ვალუტების მიხედვით კომერციული ბანკების ლიკვიდურობის
მაჩვენებლებიდანაც ჩანს.
ამის ძირითადი მიზეზი არჩევნების შემდგომი გაუფასურების მოლოდინი და მასთან დაკავშირებული ეროვნულიდან უცხოურ ვალუტაში კონვერტაციებია. იმ დაშვებით, რომ არჩევნების შემდეგ ლარი
შედარებით სტაბილურობას შეინარჩუნებს, სავარაუდოა, რომ კონვერტაციები უკვე საპირისპირო
მიმართულებით განხორციელდება. ამან, ოქტომბერში გაძლიერებულ სავალუტო ნაკადებთან ერთად, როგორც ეს თიბისის მონაცემებიდან ჩანს, შეიძლება ლარის კურსის გამყარებისკენ ზეწოლა
გამოიწვიოს. გამომდინარე იქიდან, თიბისი კაპიტალი არც ლარის მკვეთრი გამყარების და არც გაუფასურების აპეტიტს არ ხედავს, გუდი არ გამოირცხავს, რომ ეროვნული ბანკი რეზერვებს შეისყიდის.
თიბისის მთავარი ეკონომისტის 1 ნოემბრის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://static.tbccapital.ge/uploads/files/WeeklyUpdatefromtheChiefEconomist_01-11-2021_GEO.pdf
თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...
ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...
თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა. ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...
თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...
· პროექტი შპს „ტრანსფორდთან“ (პეის ჯგუფი) პარტნიორობითა და USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება „თეგეტა აკადემიამ“ USAID-ის ...
ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოდან უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით. ტექსკოლის მე-4 ...
„თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლები, მანანა ხინაშვილი და ლევან მამულაშვილი - Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულები არიან. უკვე მეექვსე წელია, Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდ...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები