თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...
თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...
|
საქართველოს ბანკი უძრავი ქონების სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით FIABCI-Georgia ორგანიზებას უწევს რეგიონში პირველი, უძრავი ქონების პროექტების ეროვნულ დაჯილდოებას - FIABCI-Georgia Prix d'Excellence Awards.
FIABCI-ის მიერ საერთაშორისოდ აღიარებული კრიტერიუმების მიხედვით რჩეულ პროექტებს ჟიურის ადგილობრივ წევრებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, სფეროს წამყვანი ექსპერტები გამოავლენენ. გამარჯვებული პროექტების შერჩევა მოხდება შემდეგი 6 კრიტერიუმის მიხედვით. ესენია: კონცეფცია, არქიტექტურა, სამშენებლო პროცესი, ინოვაცია, მდგრადობა, ურბანული ინტეგრაცია.
განაცხადების მიღება 15 ოქტომბრიდან დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება. გამარჯვებულები კი 2022 წლის აპრილში დასახელდებიან და მონაწილებას მიიღებენ საერთაშირისო დაჯილდოებაში - FIABCI World Prix d'Excellence Awards.
პროექტის წარსადგენად საჭიროა სარეგისტრაციო ინტერნეტ-ფორმის შევსება ბმულზე: www.fiabciprixgeorgia.ge/ და ყველა საჭირო საბუთის ატვირთვა. სარეგისტრაციო ფორმაში უნდა მონიშნოთ ის კატეგორიები, რომლებშიც გსურთ მონაწილეობის მიღება.
საერთაშორისო დაჯილდოების პარალელურად FIABCI-Georgia უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს. ღონისძიების მიზანია რეგულაციების სრული დაცვით, ერთ სივრცეში შეკრიბოს უძრავი ქონების სექტორის წამყვანი მოთამაშეები მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან. ფორუმი არის საქმიანი ურთიერთობების მოძიების, სწავლისა და ნეთვორქინგის უნიკალური შესაძლებლობა. ღონისძიების პარალელურად ჩატარდება თემატური აქტივობები, მათ შორის: კონფერენცია ენერგოეფექტურ მშენებლობაზე, დისკუსიები სექტორის უახლეს ტრენდებზე, საერთაშორისო მარკეტინგის და გაყიდვების ტრეინინგი. ასევე, დაიგეგმება დეველოპელური პროექტების მონახულებაც.
„უძრავი ქონების დღეების მისიაა საქართველო საერთაშორისო რუკაზე დაპოზოციონირდეს, როგორც მაღალი დონის, მომავლის პროექტების განმავითარებელი ქვეყანა. ასევე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ 2022 წლის გაზაფხულზე FIABCI Prix d' Excellence-ის საერთაშორისო დაჯილდოების 30-წლიან ისტორიაში ქართული ფურცელი იშლება. მოხარული ვართ, რომ ამჯერადაც გვერდში გვიდგას ჩვენი ერთგული პარტნიორი, საქართველოს ბანკი. ამ ჯილდოთი გვინდა გამოვავლინოთ მდგრადი და მედეგი პროექტები და შენობები, ასევე, ის ადამიანები, რომლებიც არ იშურებენ ძალისხმევას განაშენიანებული გარემოს ეკოლოგიური ნაკვალევის შემცირების მიმართულებით",- განაცხადა ლიკა ქარდავამ FIABCI-Georgia-ს ხელმძღვანელმა.
FIABCI-Georgia Prix d' Excellence ღონისძიება რეგიონში პირველად საქართველოში გაიმართება. დაჯილდოება საქართველოს ბანკის, გალტ ენდ თაგარტისა და დიჯითალ არეას მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიების პარტნიორები ასევე არიან: Property Georgia, Colliers International Georgia, PwC Georgia, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG), საგამოფენო ცენტრი Expo Georgia და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია (GNARE).
თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...
ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...
თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა. ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...
თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...
· პროექტი შპს „ტრანსფორდთან“ (პეის ჯგუფი) პარტნიორობითა და USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება „თეგეტა აკადემიამ“ USAID-ის ...
ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოდან უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით. ტექსკოლის მე-4 ...
„თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლები, მანანა ხინაშვილი და ლევან მამულაშვილი - Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულები არიან. უკვე მეექვსე წელია, Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდ...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები