1 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ურთულესი გზა მაქვს გავ­ლი­ლი და რწმე­ნას არ ვკარ­გავ, რომ ერ­თად ყვე­ლა­ფერს შევ­ძლებთ!“

 

და­რე­გის­ტრირ­და წა­მა­ლი და ახლა ჯერი მის შე­მო­ტა­ნა­ზეა - პაციენტები სა­ხელ­მწი­ფოს­გან დიდ მხარ­და­ჭე­რას ელიან

“დე­დე­ბო, თქვენ შვი­ლებს არა­ფე­რი და­­მარ­თე­ბათ, თუ მე­ტად მებ­რძო­ლე­ბი იქ­ნე­ბით-მეთ­ქი! ამის შემ­დეგ ბავ­შვე­ბიც და მშობ­ლე­ბიც შე­იც­ვალ­ნენ. სა­­ცა­რი გარ­და­სახ­ვა მოხ­და, რი­თაც ამა­ყი ვარ. მშობ­ლებს და­ვუბ­რუ­ნე ცხოვ­რე­ბის ხა­ლი­სი, რწმე­ნა…” - ასეთ ემოციურ განცხადებას აკეთებს ბელა უბილავა, თავად პაციენტის მშობელი, რომლის ამბავიც გულს აგიყუჩებთ, თუმცა დარწმუნებით რომ მტკიცე ხასიათის ადამიანია და საკმაოდ მძიმე პრობლემებს უმკლავდება.

ბავ­შვს მოძ­რა­­ბა, ჯდო­მა უჭირ­და - და­­ვა­დე­ბა გე­ნე­ტი­კუ­რი აღ­მოჩ­ნდა. ბელა იმ დროს უკვე მე­­რე შვილ­ზე იყო ფეხ­მძი­მედ, ექი­მებ­მა, ახ­ლობ­ლებ­მა, ნა­თეს­ვებ­მა ურ­ჩი­ეს, ნა­ყო­ფი მო­­ცი­ლე­ბი­ნა, რად­გა­ნაც არ­სე­ბობ­და ალ­ბა­თო­ბა, მე­­რე შვი­ლი იმა­ვე დი­აგ­ნო­ზით და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო,” – ასეთის მისი ისტორია.

2005 წელს ბელა უბი­ლა­ვას ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რი­ამ ზა­რი­ძე შე­ე­ძი­ნა. 7 თვის ჩვილს უმ­ძი­მე­სი და იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბა - სპი­ნა­ლუ­რი კუნ­თო­ვა­ნი ატრო­ფია და­უდ­გინ­და.

"ეს რომ გა­ვი­გე, მა­შინ­ვე ვთქვი, ბავ­შვს მა­ინც გა­ვა­ჩენ. თუ იმა­ვე დი­აგ­ნო­ზით და­­ბა­დე­ბა, .. ეს ჩემი ჯვა­რია, რო­მე­ლიც უნდა ვა­ტა­რო. ამ ნა­ყო­ფის მო­შო­რე­ბით, კი მე­ტად და­ვამ­ძი­მებ უკვე გა­ჩე­ნი­ლი შვი­ლის მდგო­მა­რე­­ბას-მეთ­ქი...

ბელა უბი­ლა­ვას უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რი­ა­მი, 9 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

მე­ო­რე შვი­ლი, გი­გაც ასე­თი­ვე დი­აგ­ნო­ზით და­ი­ბა­და... თუმ­ცა, მე­სა­მე შვი­ლის გა­ჩე­ნი­სას უფრო დიდი პრობ­ლე­მა შე­მექ­მნა - მთე­ლი სა­ნა­თე­საო გა­და­მემ­ტე­რა, გვერ­დით მხო­ლოდ ძმა და და­ქა­ლე­ბი მედგნენ. სხვებს სე­რი­­ზუ­ლი შიში ჰქონ­დათ.მე­უღ­ლეც ყუ­რა­დღე­ბას არ მაქ­ცევ­და და ორ, მძი­მედ და­­ვა­დე­ბულ ბავ­შვს - 8 წლის მა­რი­ამს და 7 წლის გი­გას ხე­ლით ვა­ტა­რებ­დი. მხო­ლოდ იმას ვამ­ბობ­დი, არა­ფე­რი და­მე­მარ­თე­ბა, თუ ჯან­მრთე­ლი იქნა, უფ­ლის სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბა, თუ არა­და, უფა­ლი მის გაზ­რდა­ში ხელს შე­მი­წყობს-მეთ­ქი,” - გვიყვება ქ-ნი ბელა.

ბელას მა­რი­ა­მიც აძლებინებდა  და იმედს აძლევდა, რომ ბავ­შვი ჯან­მრთე­ლი და­ი­ბა­დე­ბო­და, ამას­თან, რომ იქ­ნე­ბო­და გოგო და ნი­ნის და­არ­ქმევ­და...

მოკ­ლედ, ვინც გი­ჟად მთვლი­და (ამას ადა­მი­­ნე­ბის მზე­რი­თაც ვხვდე­ბო­დი), ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ­დი. სპი­ნა­ლურ კუნ­თო­ვა­ნი ატრო­ფია იშ­ვი­ათ და­­ვა­დე­ბას მი­­კუთ­ვნე­ბა და ბო­ლომ­დეც არ არის შეს­წავ­ლი­ლი. რა სიმპტო­მე­ბით, პა­თო­ლო­გი­­ბით და ინ­დი­ვი­დუ­­ლო­ბით გა­მოვ­ლინ­დე­ბა, არა­ვინ იცის.მე და ჩემ­მა ქმარ­მა გე­ნე­ტი­კუ­რი კვლე­ვა ჩა­ვი­ტა­რეთ, რა­შიც მთავ­რო­ბა დაგ­ვეხ­მა­რა. კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ცოლ-ქმა­რი ამ გე­ნის მა­ტა­რებ­ლე­ბი ვი­ყა­ვით და ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და გე­ნე­ტი­კუ­რი თან­ხვედ­რა," - გვიყ­ვე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი ბელა, რომ­ლის მე­სა­მე შვი­ლი სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი გაჩ­ნდა.

თუმ­ცა, რო­გორც ბელა გვი­ამ­ბობს, მა­ნამ­დე უფ­როს შვილს რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ზრდი­და სი­ტყვე­ბით - "მა­რი­ამ, გა­დარ­ჩე­ბი" და ეს ძალა, ეს ენერ­გია ბავ­შვს აცო­ცხლებ­და. ამი­ოტრო­ფი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი იდე­ა­ლუ­რი გო­ნე­ბით, გან­ვი­თა­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. უგო­ნი­ე­რე­სი იყო მა­რი­ა­მიც და ასე­თი­ვეა გიგა... მი­­ხე­და­ვად ამ ყვე­ლაფ­რი­სა, გო­გო­ნა 2015 წელს მა­ინც დავ­კარ­გე იმ დღეს, როცა მე­სა­მე შვი­ლი 1 წლის და ერთი თვის გახ­და... ნინი ახლა 6 წლი­საა...“.

მა­რი­ა­მი ვნე­ბის კვი­რას, წი­თელ პა­რას­კევს გარდაიცვალა... აღ­დგო­მა ახ­ლოვ­დე­ბო­და, მა­რი­ამს უყ­ვარ­და დღე­სას­წა­უ­ლე­ბი, იმ დღეს დედას  უთხრა: დედა აღ­დგო­მის ან­გე­ლო­ზი არ­სე­ბობ­სო? ყვე­ლა დღე­სას­წა­­ლის ან­გე­ლო­ზი არ­სე­ბობს და ყვე­ლა შენი მფარ­ვე­ლია-მეთ­ქი... 2 აპ­რილს ცუ­დად გახ­და (იმ წელს 10 აპ­რილს იყო აღ­დგო­მა), სას­წრა­ფო გა­მო­ვი­ძა­ხე და სა­­ვად­მყო­ფო­ში წა­ვიყ­ვა­ნე. ბავ­შვი კალ­თა­ში მეჯ­და, ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი: - სახ­ლში ხომ წა­მიყ­ვა­ნო? ჩვენ სახ­ლში ისევ დავ­ბრუნ­დე­ბით-მეთ­ქი, - ვუ­პა­სუ­ხე...

2 ღა­მის მერე დამ­ძიმ­და... სა­ნამ მარ­თვის აპა­რატ­ზე შე­­ერ­თებ­დნენ, მხო­ლოდ ის თქვა: - დედა, მე­ტის ატა­ნა აღარ შე­მიძ­ლია, ნე­ტავ, მოვ­კვდე­ბო­დეო. უკვე იმ­დე­ნად იყო დათ­რგუ­ნუ­ლი, და­ტან­ჯუ­ლი, რომ სი­ტყვებს - "მა­რი­ამ, გა­დარ­ჩე­ბი!" - ვე­ღარ ვამ­ბობ­დი, არც ის იბ­რძო­და სი­ცო­ცხლის­თვის. არა­და, მა­ნამ­დე ორი­ვე მხნედ ვი­ყა­ვით.

"მერე და­­წყო უფრო მძი­მე პე­რი­­დი - მა­რი­­მის ძებ­ნა კედ­ლებ­ზე, ცაში, ვარ­სკვლა­ვებ­ში, ყველ­გან... იყო სუ­­ცი­დის მცდე­ლო­ბა, ვერ ვუძ­ლებ­დი იმ უნუ­გე­შო ტკი­ვილს, ეს არის ტან­ჯვა, რო­მე­ლიც არას­დროს მთავ­რდე­ბა, ცრემ­ლი, რო­მე­ლიც არას­დროს შრე­ბა...მა­რი­­მის ამ მდგო­მა­რე­­ბას ხომ უყუ­რებ­და გიგა, მა­ნაც ხომ იცო­და თა­ვი­სი დი­აგ­ნო­ზი და სულ იმას ამ­ბობ­და, რომ მეც იგი­ვე მე­ლო­დე­ბაო...

დღეს გიგა უკვე 13 წლი­საა (მას ამ და­ა­ვა­დე­ბის III ტიპი აქვს, მა­რი­ამს II ტიპი ჰქონ­და, უფრო მძი­მე ფორ­მა). 53 კი­ლოა და სულ დედაზეა მინ­დო­მი­ლი, თუმ­ცა მხნე და შე­მარ­თე­ბუ­ლია, ამა­ში მე­გობ­რე­ბიც ეხ­მა­რე­ბი­ან, თან ჰყვე­ბი­ან. მას­წავ­ლე­ბე­ლი, სკო­ლა დიდ ყუ­რა­დღე­ბას იჩენს, სო­ლი­და­რო­ბას და თა­ნად­გო­მას უცხა­დე­ბენ. დღეს დედა ასე­თი და­­ვა­დე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად იბ­რძვის...

ვფიქ­რობ, მა­რი­­მი გარ­კვე­­ლი მი­სი­ით იყო მოვ­ლე­ნი­ლი, რომ მე უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მისი დედა, რო­მე­ლიც მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ამ პა­ტა­რე­ბის გა­დარ­ჩე­ნა­ზე იბ­რძო­ლებ­და. ის რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ასე ხომ არ ვიბ­რძო­ლებ­დი?! ალ­ბათ ეს იყო ჩემი გარ­კვე­­ლი მი­სია, რო­მე­ლიც შვილ­მა და­მა­კის­რა. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ამ სა­­ცა­რი გო­გო­ნას დე­დო­ბის უფ­ლე­ბა მო­მე­ცა. დიდი ძალა მომ­ცა იმის­თვის, რომ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ბავ­შვებს, ვინც ამ დი­აგ­ნო­ზით არი­ან და­­ვა­დე­ბუ­ლე­ბი, დავ­ხმა­რე­ბო­დი. შევ­ქმე­ნი ჯგუ­ფი, სა­დაც მყავს 1-იდან 21 წლამ­დე ახალ­გაზ­რდე­ბი, უფრო მოზ­რდი­ლე­ბიც, ეტლს და დე­დებს მი­ჯაჭ­ვუ­ლე­ბი. ამი­ატრო­ფია გა­ნა­ჩე­ნი არ არის, ჩვენ მას და­ვა­მარ­ცხებთ! ურთულესი გზა მაქვს გავ­ლი­ლი და რწმე­ნას არ ვკარ­გავ, რომ ერ­თად ყვე­ლა­ფერს შევ­ძლებთ! და­რე­გის­ტრირ­და წა­მა­ლი და ახლა ჯერი მის შე­მო­ტა­ნა­ზეა. სა­ხელ­მწი­ფოს­გან მხარ­და­ჭე­რაა სა­ჭი­რო. ის მუდ­მი­ვად მო­სახ­მა­რი წა­მა­ლია. მოკ­ლედ, ამ წა­მალს ვე­ლით და მისი სა­შუ­­ლე­ბით კი­დევ ბევრ სირ­თუ­ლეს გა­დავ­ლა­ხავთ!“ - იმედის თვალით უყურებს მომვალას ჩვენი სტუმარი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...