1 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მუშაობის ახალ მოდელზე გადადის

16 მარტი, 2020- საქართველოს ბანკი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, იმისათვის რომ თავშეყრის ადგილებში ხალხის ნაკადის შემცირებას შევუწყოთ ხელი, ნახევრადდისტანციურ მუშაობის მოდელზე გადადის. 

საქართველოს ბანკი  ითვალისწინებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის,  დაავადებათა ეროვნული ცენტრისა და მთავრობის რეკომენდაციებს. პასუხისმგებლიანი ბიზნესის პოლიტიკის ფარგლებში ნახევრადდისტანციურ მუშაობის მოდელზე გადავა საქართველოს ბანკის სათავო ოფისიც.  

„როგორც ერთ-ერთი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ემსახურება 2,5 მილიონზე მეტ მომხმარებელს და დასაქმებული ყავს 8000 მდე ადამიანი, ვითვალისწინებთ ჩვენს პასუხისმგებლობას როგორც ჩვენი  თანამშრომლების, ასევე მომხმარებლის  წინაშე. 

ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად უმნიშვნელოვანესია მაქსიმალურად შევამციროთ პირისპირი და არააუცილებელი ინტერაქციები. ამ მიზნით  საქართველოს ბანკის ბარათის მფლობელ ფიზიკურ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა, ორი თვის განმავლობაში,  დისტანციური არხებით - მობილბანკით და ინტერნეტბანკით ტრანზაქციები საკომისიოს გარეშე განახორციელონ.  

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ბანკის ყველა ექსპრეს სერვისცენტრი (მეტროში განთავსებული და 24-საათიანი ფილიალების გარდა) გადავა თვითმომსახურების მოდელზე რაც ნიშნავს, რომ ხელმისაწვდომი იქნება სწრაფი ჩარიცხვის აპარატები და ბანკომატები, რომელიც დღეში სამჯერ, სველი წესით მუშავდება. ასევე, მოხდება კადრების გადანაწილება SOLO-ს, საცალო და კორპორატიული მომსახურების მიმართულებით. 

ნახევრადდისტანციური შრომის მოდელზე გადასვლა უკავშირდება ბიზნესის უწყვეტობის სამოქმედო გეგმას. იმისათვის რომ მომხმარებელმა სერვისებით შეუფერხებლად ისარგებლოს, ცხელი ხაზი 24 საათიან, გაძლიერებულ რეჟიმში იმუშავებს“,- აცხადებენ ბანკში.

 

ერთად ყველაფერი შეგვიძლია

ერთად შესაძლებლობები უსაზღვროა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...