1 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბილაინის მომხმარებლებს შეუძლიათ, ნებისმიერი მომსახურება ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად მიიღონ

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოუწოდებს მომხმარებლებს ბილაინის მომსახურება ონლაინ არხების - MyBeeline აპლიკაციისა და ვებგვერდის მეშვეობით მიიღონ. MyBeeline აპლიკაციით აბონენტებისთვის ხელმისაწვდომია ბილაინის ყველა მომსახურება, მათ შორის: ბალანსის შევსება, მომსახურებებისა და ტარიფების აქტივაცია და დეაქტივაცია, ბალანსის შემოწმება, ხარჯების დეტალურად ნახვა. აპლიკაცია მუშაობს როგორც iOS, ისე ანდროიდის საოპერაციო სისტემის მხარდამჭერ ტელეფონებზე და მისი გადმოწერა მარტივადაა შესაძლებელი: https://beeline.ge/apps

ბილაინის ვებგვერდის beeline.ge და მასში ინტეგრირებული „პირადი კაბინეტის“ მეშვეობით, აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ, გადარიცხონ თანხა, შეამოწმონ ბალანსი და დეტალურად ნახონ ხარჯები. ვებგვერდზე მომხმარებლებს, ასევე, შეუძლიათ შეიძინონ ინტერნეტ, ხმოვანი და მიქს პაკეტები როგორც მობილური ბალანსიდან, ისე საბანკო ბარათით, გაიაქტიურონ ბილაინ კრედიტი და ავტომატური გადახდის მომსახურება.

ბილაინმა ევროპაში COVID-19-ის აღმოჩენისთანავე დაიწყო პრევენციული ზომების მიღება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ და დღესაც აქტიურად განაგრძობს. უსაფრთხოების მიზნით კომპანიამ დროებით დახურა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში მდებარე მაღაზიები. ბილაინის აბონენტებს შეუძლიათ უფასოდ განახორციელონ ზარები ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელ ხაზებზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...