1 3 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი სასტუმრო ბიზნესის მხარდაჭერაზე აცხადებს

10 მარტი, 2020- საქართველოს ბანკი ტურიზმის სექტორში შექმნილი ახალი გამოწვევებიდან გამომდინარე, სასტუმროების ბიზნესის მხარდაჭერაზე აცხადებს. საქართველოს ბანკი აქტიურ კომუნიკაციაზეა კლეინტებთან, რომლებიც მასპინძლობის სფეროში, კერძოდ სასტუმროების ბიზნესში საქმიანობენ და გამოხატავს მზადყოფნას, მათთან ერთად განიხილოს ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია მათი ბიზნესებისთვის შეღავათების დაწესებასთან,  მათ წინაშე არსებული პრობლემების დაძლევასა თუ სამომავლო სამოქმედო გეგმასთან.   

საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას, ტურიზმისა და მასპინძლობის, კეროდ სასტუმრო ბიზნესის პოტენციალის  მაქსიმალურად ათვისებას და შემდგომ წახალისებას. 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სწორედ ახლა, კიდევ უფრო მეტად, შევუწყოთ ხელი მასპინძლობის სფეროში არსებულ ბიზნესებს. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ, გარდა იმ აქტიური კომუნიკაციისა, რომელიც სექტორში მოღვაწე ბიზნესებთან გვაქვს, კიდევ ერთხელ ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს, რათა განვიხილოთ მათთვის საინტერესო ყველა საკითხი, მათ შორის მათთვის შეღავათების დაწესების შესახებ. საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მხარდაჭერა. ბანკი უკვე წლებია ხელს უწყობს ეკონომიკურად გამართულ პროექტებს, როგორც ფინანსურად, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით, რათა  სასტუმრო ბიზნესს განვითარების შესაძლებლობა მისცეს და შესაბამისად,  წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში. მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი, მითუმეტეს ისეთი როგორც ტურიზმისა და მასპინძლობის  სწრაფად მზარდი სექტორია, ძლიერი ეკონომიკის საწინადარია,“- აცხადებენ საქართველოს ბანკში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...