1 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ევროპაბეთი“ ფსიქოსარეაბილიტაციო ცენტრ „კამარასთან“ იწყებს თანამშრომლობას

„ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიაში ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრები სრული დატვირთვით მარტის ბოლომდე ჩაერთვებიან - კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს სრულ სარეაბილიტაციო კურსს უფასოდ სთავაზობს.

„ევროპაბეთის“ თქმით, უკვე შერჩეულია ის ორგანიზაციები, რომლებთანაც მემორანდუმები გაფორმდება. ქვეყნის საუკეთესო ფსიქოლოგები და სპეციალისტები ნებისმიერ მსურველს, ვისაც თამაშზე დამოკიდებულება აწუხებს, „ევროპაბეთის“ დაფინანსებით გაუწევენ დახმარებას.

კამპანიას სულ მალე შეუერთდება ერთ-ერთი სარეაბილიტაციო ცენტრი „კამარა“, რომლის ხელმძღვანელიც ცნობილი ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძეა.

გარდა სარეაბილიტაციო კურსისა, „ევროპაბეთი“ თავის მომხმარებლებს რეალობის ტესტს, „დროის კონტროლს“ სთავაზობს. ტესტი ინოვაციური ჭკვიანი ტექნოლოგიაა და წარმატებითაა დანერგილი ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორებიცაა შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, მალტა, გერმანია და სხვ. საქართველოში კი ის „ევროპაბეთმა“ პირველმა დანერგა.

რეალობის ტესტი დროისა და ფინანსების სწორად განკარგვას გულისხმობს. გარკვეული დროის შემდეგ მოთამაშე ეკრანზე პოპ-აპ ბანერს ხედავს, რომელიც უჩვენებს მას თამაშზე დახარჯულ დროსა და მოგება-წაგების ბალანსს. ჭკვიანი ალგორითმი მოთამაშეებს, აგრეთვე, ახსენებს აზარტული თამაშების უმთავრეს პრინციპს: რომ უნდა ითამაშო მხოლოდ სიამოვნებისთვის.

„პასუხისმგებლიანი თამაშის“ კამპანია 2019 წლის დეკემბერში გააქტიურდა. პირველი მასშტაბური ნაბიჯი კომპანიის მხრიდან რეკლამის თვითრეგულირება გახდა, რომლის ფარგლებშიც „ევროპაბეთმა“ გარე ბანერები სრულად ჩამოხსნა, ხოლო სხვა მედიასაშუალებებში კომუნიკაციის რეგულირება დაიწყო.

 „პასუხისმგებლიანი თამაშის“ მასშტაბური კამპანია სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მიმართ. კამპანიის ფარგლებში ამოქმედდა ვებგვერდი responsible.ge, სადაც დეტალურადაა აღწერილი ყველა ის ინოვაციური თუ კარგად გამოცდილი ტექნოლოგია და მეთოდი, რითაც „ევროპაბეთის“ მომხმარებლები ისარგებლებენ. 

პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფციის ეტაპობრივი დანერგვით კომპანია უზრუნველყოფს არა მხოლოდ ცნობადობის ამაღლებასა და მომხმარებლის განათლებას ამ სფეროში, არამედ ისეთი ონლაინ ხელსაწყოების ამოქმედებას, რომლებიც უკვე დიდი ხანია, ევროპის წამყვანი გასართობი თამაშების კომპანიების პრაქტიკაში წარმატებით ფუნქციონირებს, რაშიც იგულისხმება ვიდეოვერიფიკაცია, თვითშეფასების ტესტი და სხვა ტიპის ხელსაწყოები.

ევროპაბეთი 4 წლის წინათ მთლიანად გადავიდა შვედური კომპანია BETSSON-ის (17 ბრენდი 10 ქვეყანაში) მფლობელობაში. პასუხისმგებლიანი თამაშის ქართულ ბაზარზე დანერგვა BETSSON-ის ერთ-ერთი პირველი ინიციატივაა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...