1 3 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ ბიზნეს და ეკონომიკის თემებზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებთან 2019 წელი შეაჯამა და ჟურნალისტებს გასული წლის განმავლობაში თიბისის მიღწევებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ვახტანგ ბუცხრიკიძემ შეხვედრაზე თიბისის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
შეხვედრის ძირითად თემებს  2019 წელს თიბისის ფინანსური მაჩვენებლები, საერთაშორისო ექსპანსია - აზერბაიჯანის და უზბეკეთის ბაზრებზე გასვლა, ეკოსისტემები, კომპანიის ეჯაილ ტრანსფორმაცია და სამომავლო გეგმები  წარმოადგენდა.   ვახტანგ ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებს თიბისის ახალი სტრატეგიის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რაც მომხმარებლებისთვის ცხოვრების გამარტივებას გულისხმობს.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, სადაც მედიის წარმომადგენლებს მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ვახტანგ ბუცხრიკიძისგან პასუხების მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ. ღონისძიებას  თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ქურდიანიც ესწრებოდა.
მსგავსი ფორმატის შეხვედრებს თიბისი მედიის წარმომადგენლებთან მუდმივად მართავს და მის მიზანს ჟურნალისტებისთვის ანგარიშის ჩაბარება და მათთვის საინტერესო თემებზე ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...