1 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი სტატუსი და ისთერნ პრომოუშენსი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 23-ე ჯაზ-ფესტივალს

25-28 მარტს თბილისი რიგით 23-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს. წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები ისეთი მსოფლიო ვარსკვლავები არიან, როგორებიცაა: 5 გრემის ჯილდოს მფლობელი საუკეთესო ჯაზ-ვოკალისტი დაიან რივსი, ჯაზის ლეგენდები კენი ბარონი, დეივ ჰოლანდი და ჯონათან ბლეიქი, ბრიტანეთის ამომავალი ვარსკვლავი, ევროპის საფესტივალო სეზონის ყველაზე მოთხოვნადი არტისტი აიანა უიტერ-ჯონსონი.

ტრადიციულად, წლევანდელ ფესტივალში ჯაზ-ლეგენდებთან ერთად სხვადასხვა თაობის ქართველი ჯაზ-შემსრულებლებიც მონაწილეობენ. მსმენელის წინაშე უახლესი პროექტებით წარდგებიან გუჯა მარდინის კვარტეტი, ლუკა თოფურიას კვარტეტი, რეზო კიკნაძის სიქსტეტი და გია რაქვიაშვილის ტრიო.

თბილისის 23-ე ჯაზ-ფესტივალს 25 მარტს რუსთაველის თეატრში ბრიტანელი ჯაზ-მუსიკოსის აიანა უიტერ-ჯონსონის კონცერტი გახსნის, რომლის შემდეგაც მსმენელის წინაშე წარდგება  კენი ბარონისა და დეივ ჰოლანდის ტრიო. ამავე დღეს, საფესტივალო ჯაზ-საღამოს კლუბ „ზინგერში“გუჯა მარდინის კვარტეტი დაასრულებს.

26 მარტს, რიგით მეორე საფესტივალო დღეს, კლუბ „ზინგერში“ ლუკა თოფურიას კვარტეტის კონცერტი გაიმართება, ხოლო 27 მარტს მსმენლის წინაშე რეზო კიკნაძის სიქსტეტი წარდგება.

რიგით 23-ე ჯაზ-ფესტივალს 28 მარტს რუსთაველის თეატრში ლეგენდარული დაიან რივსი დახურავს, რომელიც მსმენელის წინაშე ბენდთან ერთად წარდგება.

ბოლო საფესტივალო დღეს მეორე კონცერტიც გაიმართება -  კლუბი „ზინგერი“ ამჯერად  გია რაქვიაშვილის ტრიოს უმასპინძლებს.

ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, ჯაზის ვირტუოზები ქართველი სტუდენტებისთვის მასტერკლასებსაც ჩაატარებენ. პირველ მასტერკლასს 26 მარტს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში აიანა უიტერ-ჯონსონი გამართავს, ხოლო 28 მარტს რუსთაველის თეატრში სპეციალურად ქართველი სტუდენტებისთვის დაიან რივსი ღია რეპეტიციას ჩაატარებს და მომავალი ვოკალისტების შეკითხვებსაც უპასუხებს.

თბილისის რიგით 23-ე ჯაზ-ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია.

ჯაზ-ფესტივალში მონაწილე არტისტების მასპინძელია „შავი ლომი“.

ფესტივალის მედიამხარდამჭერები: მარკეტერი, ნეტგაზეთი, რადიო ფორტუნა, Financial.

ბილეთები იყიდება www.tkt.ge-ზე. თიბისი სტატუს ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...