1 1 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ZEG - Tbilisi Storytelling Festival

ZEG - ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. ღონისძიებამ 110-ზე მეტ მომხსენებელსა და 800-მდე სტუმარს უმასპინძლა. ფესტივალის მომხსენებლებს შორის იყვნენ: მარია რესა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში; გარი შტეინგარტი, The New York Times-ის ბესტსელერის ავტორი; ბაო ნგუენი, ემიზე ნომინირებული კინორეჟისორი, რომლის სახელსაც უკავშირდება დოკუმენტური ფილმები Bruce Lee-სა და მსოფლიოში ცნობილი ჰიტის We Are the World-ის შესახებ; ჯონი ჰარისი, Emmy-ს ჯილდოს არაერთგზის მფლობელი, დამოუკიდებელი ჟურნალისტი და ბლოგერი; მოლი კრაბაპლი, არტისტი, რომლის ანიმირებული ფილმები Emmy-ზე სამჯერ იყო ნომინირებული; ჯო საბია, Vogue-ის საკულტო „73 Questions“ შემქმნელი; ვოლოდიმირ ერმოლენკო, უკრაინელი ფილოსოფოსი და ჟურნალისტი, UkraineWorld.org-ის მთავარი რედაქტორი; გალენ ჰუქსი, ჯანეტ ჯექსონის, ჯასტინ ბიბერის, ბრიტნი სპირსის, აშერის, რიანას და სხვა მრავალი პოპ ვარსკვლავის ქორეოგრაფი; ადამ პინკუსი, კინოპროდიუსერი და კრეატიული ხელმძღვანელი, Emmy-ს, Webby-ს, და Cannes Lion-ის ჯილდოების მფლობელი; კრისტოფერ ვაილი, Cambridge Analitica-ის დატა სკანდალის ავტორი; პაკისტანელი უფლებადამცველის, მალალა იუსაფზაი-მშობლები და სხვა მრავალი მომხსენებელი.

ფესტივალის განმავლობაში, 6 სხვადასხვა სცენაზე გაიამართა მასტერკლასები, ვორქშოფები, პანელური დისკუსიები სესიები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა, საქართველოსა თუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, კონფლიქტების გავლენა სამყაროს ფორმირებაზე, დემოკრატიული არჩევნების მნიშვნელობა, რუსული პროპაგანდა, ფილოსოფიის როლი ხელოვნური ინტელექტის ერაში, ჯენზის როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში და მრავალი სხვა. არაერთი პანელური დისკუსია დაეთმო „რუსულ კანონს“, ქართველმა და უცხოელმა მომხსენებლებმა ისაუბრეს ამ კანონის უარყოფით გავლენაზე და მოსალოდნელ საფრთხეებზე დემოკრატიული პროცესების განვითარების მიმართულებით.

ქალაქის სხვადასხვა ადგილას შემეცნებითი ტურები ჩაატარეს ქართველმა მოდერატორებმა ისეთი თემების გარშემო როგორიცაა, საქართველოს საბჭოთა ტოტალიტარული წარსული, თანამედროვე ქართული ხელოვნება, ტურის მონაწილეებმა ასევე იმოგზაურეს ნინო ხარატიშვილის რომანში “მერვე სიცოცხლე”. წელს პირველად ZEG-ის ერთ-ერთი სცენა დაეთმო არა მხოლოდ მომხსენებლებს, არამედ ღონისძიების სტუმარებსაც, „ღია მიკროფონზე“ თითოეულ დამსწრეს მიეცა შესაძლებლობა საკუთარი ამბავი ფართო აუდიტორიისთვის გაეზიარებინა.

23 ივნისს სამდღიანი ფესტივალი საზეიმოდ სუხიშვილების „ხორუმით“ დაიხურა.

ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, Coda Story

 

ფესტივალის მხარდამჭერები: თიბისი კონცეპტი, Visa, საქართველოში აშშ-ს საელჩო, რადიო თავისუფლება, IFPIM, სტრატეგიის და განვითარების ცენტრი CSD, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, IREX, Setanta Sports, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ROOMS, MARGO, Honore, Jujuna, Windfor's, SOC, ლიკანი, ეფეს საქართველო, Fabrika, Retain, BOLT.

 

დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ: Webpage,  LinkedIn, Twitter, Facebook, Instagram, Youtube

სიახლეებისთვის, გამოიწერეთ ჩვენი ნიუსლეთერი: https://www.zegfest.com/sign-up                   

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...