1 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ირაკლი ზარქუა - ის, რასაც გიყვებიან ჭიჭე ვაშაძეები, გიჟი ჯაფარიძეები, ხელმოცარულების ბოდვაა, ისინი არიან პოლიტიკურ სანაგვეზე, ასე დარჩებით, ვინც მათ გაყვებით

ის, რასაც გიყვებიან ჭიჭე ვაშაძეები, გიჟი ჯაფარიძეები, ხელმოცარულების ბოდვაა, ნუ აყვებით მათ, იმიტომ რომ როგორც ისინი არიან პოლიტიკურ სანაგვეზე, ასე დარჩებით, ვინც მათ გაყვებით,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ  განაცხადა.

ზარქუამ სავალუტო ფონდის პროგნოზზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ ეს არის ზუსტი მონაცემები და არა ის, რასაც ეს სამი პარტია ამბობს. ზარქუა მიიჩნევს, რომ 2030 წლისთვის ივანიშვილის მიერ გაკეთებული პროგნოზების სიზუსტე სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით დადასტურდა. "

ექსპორტის ზრდა 4 მილიონს აცდა უკვე, საგარეო ვაჭრობაში გვაქვს ძალიან მაღალი ზრდა, მათ შორის მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2027 წელს დაახლოებით 10 ათას დოლარს გადასცდება შემოსავლები ერთ სულ მოსახლეზე, ხოლო 2030 წლისთვის საერთოდ 15 000 დოლარზე მეტია, ანუ საქართველო ხდება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ ამაზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი , როცა პროგნოზებს აკეთებდა, რომ 2030- ში საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი სახელმწიფო და სწორედ ამის დადასტურება იყო, რაც მსოფლიო ბანკმა და სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა. ახლა რაღას იტყვიან, მაინტერესებს, ეს ხელმოცარულები?! ეს არის მეგობრებო სწორი ფაქტები, ხოლო ის, რასაც გიყვებიან ჭიჭე ვაშაძეები, გიჟი ჯაფარიძეები, ესენი არიან ხელმოცარულები. ეს არის ბოდვა, ნუ აყვებით მას, იმიტომ რომ როგორც ისინი არიან პოლიტიკურ სანაგვეზე, ასე დარჩებით, ვინც მათ გაყვებით", - განაცხადა ზარქუამ.

მისივე თქმით, "ხელმოცარულების" იდეები მათთვის საინტერესო აღარ არის, რადგან ისინი რევოლუციაზე ფიქრობენ.

"მათი ამოცანა არ არის ქვეყნის მშენებლობა, მათი ამოცანაა, რამენაირაად ქაოსში შეიყვანონ ქვეყანა, იმიტომ, რომ ჰგონიათ, რომ შემდეგ ამ ტალღაზე-რევოლუციურ ტალღაზე ხელისუფლებაში მოხვდებიან. მშვიდობიან გარემოში მათ იციან, რომ შანსი არ აქვთ 2 პროცენტი აიღონ, აგერ ნახავთ, არჩევნები ხომ მოვა და ერთი პროცენტიც არ ექნებათ, ნახავთ, თუ მიაღწიეს მანამდე. ასეთ ხელმოცარულებს ერთადერთი ის დარჩენიათ, რომ რევოლუციური სცენარი განახორციელონ,"- განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები