2 3 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - თავისუფლების მოედანი არ იყო სავსე - იმისათვის, რომ ეს ჩავარდნა გადაეფარათ, ძველი აქციების კადრებს ავრცელებდნენ

„თქვენ ხედავთ, უმძიმეს მდგომარეობაშია ოპოზიცია, კამპანიებს არ ატარებენ, არც სოფლებში დადიან, არც უბნებში დადიან, კამპანიას არ ატარებენ, შეკრებებს ვერ ატარებენ, სკამებით ატარებენ შეკრებებს. როცა სკამებით ატარებ შეკრებებს, ეს იმას ნიშნავს, რომ უმძიმესი მდგომარეობა გაქვს, მხარდაჭერა არ გაქვს საერთო საზოგადოებაში. გუშინ, ყველამ ერთად, ყველა პარტიამ, ყველა „ენჯეომ“ ერთად, სალომე ზურაბიშვილი, ყველა მიიყვანეს და თავისუფლების მოედანი ვერ გაავსეს..

თავისუფლების მოედანი არ იყო სავსე. იმისათვის, რომ გადაეფარათ ეს ჩავარდნა, ძველი აქციების კადრებს ავრცელებდნენ. მათ შორის, გაეპარათ ჩვენი აქციის კადრები. როცა კონკრეტულ ლოკაციაზე ატარებ აქციას და იმ ლოკაციას ვერ ავსებ, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნებზე არავითარი შანსი არ გაქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები