1 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მაიკ პომპეო - შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩინეთმა ყველაფერი გააკეთა, რათა მსოფლიოს ვირუსის შესახებ არაფერი გაეგო

 ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, შეერთებულ შტატებს გააჩნია იმის მტკიცებულება, რომ ჩინეთმა კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია დამალა.

 „შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მსოფლიოს არაფერი გაეგო, თუ რა ხდებოდა. არის ამის უამრავი მტკიცებულება, რომელთაგან ზოგიერთი რამ საჯაროა“, - განაცხადა პომპეომ ტელეკომპანია ABC-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ჩინეთის ხელისუფლება ცდილობდა მათ გაჩუმებას, ვინც შეეცადა გაემჟღავნებინა, თუ რა ხდებოდა ქალაქ უხანში, სადაც დაიწყო ინფექციის აფეთქება. მანვე პეკინი დაადანაშაულა „დეზინფორმაციის კლასიკური კომუნისტური კამპანიის“ ჩატარებაში.

სახელმწიფო მდივნის თქმით, დონალდ ტრამპმა გასაგებად თქვა, რომ აპირებს დამნაშავეებს პასუხი აგებინოს და „ჩვენ ამას თავის დროზე გავაკეთებთ“, - აღნიშნა პომპეომ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები